ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც ვიღაც აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და შემდეგ ისინი ითხოვენ მთავრობის გადადგომას – ამაზე გვაქვს სათანადო დამოკიდებულება, მაგრამ, ყველაფერი დანარჩენი უნდა დადგინდეს სამართლებრივად

Read Time:30 Second

ჩვენი დამოკიდებულება არის ხისტი, მაგალითად „სირცხვილიას“ და „დროას“, ეკლესიის მაგინებლების დაფინანსების მიმართ, ასეთი ორგანიზაციების დაფინანსების მიმართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ არსებული დამოკიდებულების მიუხედავად, ყველაფერი უნდა დადგინდეს სამართლებრივად და პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი ვენეციის კომისიამ უნდა შეაფასოს.

„ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც ვიღაცა აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და შემდეგ ისინი ითხოვენ მთავრობის გადადგომას. ამასთან დაკავშირებით გვაქვს სათანადო დამოკიდებულება, მაგრამ, ყველაფერი დანარჩენი უნდა დადგინდეს სამართლებრივად, ვენეციის კომისიამ უნდა შეაფასოს, როგორია ეს დოკუმენტი.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს ჩვენ მიერ პირველი მოსმენით მიღებული დოკუმენტი არის არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა.“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას ქვებს და სხვადასხვა საგნებს ესვრიან – ჩამსხვრეულია მინები
Next post შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვნახეთ, რომ ჯერ კიდევ დაუწერელ კანონს დაარქვეს რუსული, ისე რომ შინაარსი არც კი იყო ფურცელზე გადატანილი, უკვე ეძახდნენ რუსულს და ეს იყო პირდაპირ სიგნალი, რომ ეს იყო პროპაგანდისტული ხაზი