შალვა პაპუაშვილი – ჩვენი სურვილია, დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იყოს

Read Time:28 Second

არჩილ თალაკვაძის მერობაზე ინფორმაცია მცდარია, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ გვყავს ჩვენი კანდიდატი მერობისთვის. რა თქმა უნდა, კანდიდატი კახა კალაძე იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„მგონი, ჩვენი თანამოქალაქეები ხედავენ, თუ რამხელა ძვრები გამოიწვია კახა კალაძის მერობამ თბილისში, ხედავთ, როგორი ურბანული ძვრებია ეკოლოგიური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე: „დაზუსტებულია თუ არა კალაძის მერობის კანდიდატობის საკითხი“, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მათი სურვილია, დედაქალაქის მერობის კანდიდატი კალაძე იყოს.

„როცა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება, თავად კალაძის გადასაწყვეტია, მას სურს თუ არა, რომ ამ ბრძოლაში შევიდეს, მაგრამ ჩვენი სურვილია, „ქართული ოცნებიდან” მერობის კანდიდატი ის იყოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რამდენ ხანს არის ვაქცინა ეფექტიანი. პაატა იმნაძის კომენტარი
Next post ზაალ უდუმაშვილი – 15 მაისის აქცია ძალაშია