შალვა პაპუაშვილი: ყველა ხედავს, რომ ჩვენ და ოპონენტების ნაწილი საერთო შეხების წერტილების პოვნას ვცდილობთ

Read Time:36 Second

ჩანს, რომ ჩვენ და ოპონენტების ნაწილი კონსტრუქციულად ვართ განწყობილები და ვცდილობთ საერთო შეხების წერტილების პოვნას, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ელჩებს დიალოგის პროცესში ფასილიტატორების როლის შესრულებისთვის და აღნიშნა, რომ ამ ფორმატზე შეტევა მიმდინარეობს, თუმცა ელჩები მონდომებულები არიან, რათა ეს დისკუსია კონსტრუქციულად გაიმართოს.

„რა თქმა უნდა, რთული დიალოგი მიმდინარეობს, მაგრამ ჩანს, რომ ჩვენ და ოპონენტების ნაწილი კონსტრუქციულად ვართ განწყობილები და ვცდილობთ საერთო შეხების წერტილების პოვნას. მადლობა უნდა გადავუხადოთ ელჩებს, რომლებიც ამ განსაკუთრებულ ფორმატში არიან ჩართულები. ბოლო დროს ამ ფორმატზე შეტევა მიმდინარეობს, რათა ეს მოლაპარაკებები ჩაიშალოს. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ელჩები მონდომებულები არიან, რათა ეს დისკუსია კონსტრუქციულად გაიმართოს. დღესაც მოვისმინეთ ოპოზიციისგან, რომ გარკვეულ საკითხებზე პოზიციების თანხვედრა თითქმის მიღწეულია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ ნიკოლა სარკოზისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა
Next post გიორგი ხელაშვილი: მმართველი ძალის ინტერესში შედის, რომ მთავრობასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობა კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიდეს