გიორგი ხელაშვილი: მმართველი ძალის ინტერესში შედის, რომ მთავრობასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობა კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიდეს

Read Time:37 Second

ახალი არჩევნების დანიშვნას არანაირი საფუძველი არ გააჩნია, – ამის შესახებ გიორგი ხელაშვილმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის წევრის თქმით, ამის მიუხედავად მოლაპარაკებებს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მაინც აქვს აზრი, რადგან ეს ქვეყნის ინტერესებში შედის.

„აუცილებელია, რომ პარლამენტს ჰქონდეს რაც შეიძლება მაღალი ლეგიტიმაცია. შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობის, საქართველოს, როგორც ქვეყნის და რა საკვირველია მმართველი ძალის ინტერესში შედის, რომ ეს პოზიციები რაც შეიძლება დაახლოებული იყოს და რაც შეიძლება მეტი თანამშრომლობა არსებობდეს პოლიტიკურ ძალებს შორის, მთავრობასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობა გადავიდეს კონსტრუქციულ რეჟიმში. შესაბამისად, ნებისმიერი ნაბიჯი, რაც კი შეიძლება გადადგას ხელისუფლებას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც არ უნდა აბსურდულ მოთხოვნებს და საფუძვლებს ეყრდნობოდეს ის, ხელისუფლება ვალდებულია გადადგას. და როგორც ვიცით, ჩვენი მმართველი ძალა, რომელიც ოპონენტებისგან განსხვავებით პასუხისმგებლობით გამოირჩევა, სწორედ ამ კუთხით უყურებს ამ მოლაპარაკებებს“, – აღნიშნა ხელაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: ყველა ხედავს, რომ ჩვენ და ოპონენტების ნაწილი საერთო შეხების წერტილების პოვნას ვცდილობთ
Next post გიორგი ხელაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ დაინახეს, რომ აგებენ მოლაპარაკებებს უკვე უცხოელი პარტნიორების თანდასწრებით და დაიწყეს ამ პროცესის ტორპედირება