შალვა პაპუაშვილი – უკრაინის ელჩის გაწვევა არ მიგვაჩნია სამართლიან გადაწყვეტილებად, თუმცა ახლა არ არის პერიოდი, როდესაც ჩვენ უნდა ვისაუბროთ შეფასებებზე

Read Time:33 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის განცხადება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველო სრულად სოლიდარულია უკრაინელი ხალხის მიმართ.

„თავის დროზე კონსულტაციები, გაწვევა, ახლა მოხსნა ელჩის, ეს ჩვენ არ მიგვაჩნია სამართლიან გადაწყვეტილებად, არ არის ახსნადი ჩვენთვის, თუმცა მეორე მხრივ, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ უნდა ვისაუბროთ ამ შეფასებებზე. დღეს ჩვენ სრულად სოლიდარული ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ და მთავარია ვკონცენტრირდეთ იმაზე, რომ დასრულდეს ომი უკრაინაში. ეს საკითხები იმდენად უმნიშვნელოა, იმ საერთო მიზანთან შეფარდებით, რასაც ჰქვია ადამიანური ტრაგედიების დასრულება, რომ ჩვენ რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით ზედმეტ კომენტარს არ ვაკეთებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში უნგრეთის ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა
Next post ზურაბ ქადაგიძე „მთავარ არხზე“-მოკლედ ბელადმა უთხრათ ხსნილიაო და ესენიც დაეწაფებიან