ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში უნგრეთის ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა

Read Time:35 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა უნგრელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებულად აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ტურიზმი, ტრანსპორტის სფერო და განათლება.

უნგრეთის მხარემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვის პროცესში ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. ამასთან, პრემიერის თქმით, საქართველო აფასებს უნგრეთის უმნიშვნელოვანეს წვლილს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM).

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი: ბიბილოვმა “ოცნებას” მრავალწლიანი პროპაგანდა წყალში ჩაუყარა ერთი გამოსვლით
Next post შალვა პაპუაშვილი – უკრაინის ელჩის გაწვევა არ მიგვაჩნია სამართლიან გადაწყვეტილებად, თუმცა ახლა არ არის პერიოდი, როდესაც ჩვენ უნდა ვისაუბროთ შეფასებებზე