შალვა პაპუაშვილი: სალომე სამადაშვილის მიმართ სიძულვილითა და აგრესიით სავსე ჰეითერული შეტევა ვიხილეთ

Read Time:30 Second

ის ზიზღით, სიძულვილით, მიუღებლობით და აგრესიით სავსე სიტყვები და სოციალური მედიის მცხოვრებელთა ჰეითერული შეტევა, რაც ჩვენ გუშინ, ამჯერად სალომე სამადაშვილის მიმართ ვიხილეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენს საზოგადოებას სჭირდება პრინციპული შეთანხმება იმაზე, თუ რა არის საჯარო ურთიერთობის ეთიკური სტანდარტი, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„სამწუხაროდ, რაც არ უნდა ვგმობდეთ ჩვენს ახლო თუ შორეულ წარსულს, ურთიერთობის სტანდარტი, იმ დროსთან შედარებით, დღეს აბსოლუტურად მიუღებელ დონეზეა. იმ დონეზე, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს ადამიანადაც კი არ აღიქვამს. ამ საკითხზე საზოგადოების, მედიის და პარტიების შეთანხმების გარეშე, ფუჭია ნებისმიერი სხვა შეთანხმება და ილუზიაა ყოველგვარი იმედი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისა“, – წერს პაპუაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა