გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

Read Time:39 Second

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა, დეპუტატებმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

როგორც დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ქვეყანა შეიყვანა პოლიტიკურ ჩიხში, საიდანაც ფაქტობრივად ქვეყნისთვის უვნებლად გამოსვლა შეუძლებელია კონკრეტული ქმედებების გარეშე.

„დღეს ადამიანი, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტის შტურმის ქმედებაში არის ბრალდებული, გახდა პოლიტიკური შეთანხმების საგანი. ეს ძალიან სახიფათო პრეცედენტია ამ ქვეყანაში პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების. ამ უპასუხისმგებლობამ აიძულა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ჩართულიყვნენ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, ესეც მოცემულობა და ფაქტია. დღეს, როდესაც რადიკალიზმი არავის სჭირდება, დღეს, როდესაც ჩვენი მოქალაქეები, ადამიანები ყოველდღიური გამოწვევებით არიან დაკავებული, ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა, რომელშიც რადიკალიზმის ადგილი უბრალოდ არ არის. შესაბამისად, ეს შეთანხმება არის შესაძლებლობა ნორმალიზაციის და დაძაბულობის მოხსნის. ჩვენ როგორც ხელმომწერები ვიზიარებთ, რომ ახლა მოქმედებაა მნიშვნელოვანი და მხარეებმა უნდა გამოიჩინონ პასუხისმგებლობა მოცემული პუნქტების ზედმიწევნით, სრულფასოვნად და სწორედ, ხარისხიანად შესრულებისთვის“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სამი ქართველი სამხედრო „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ნატოს მედლებით დაჯილდოვდა
Next post შალვა პაპუაშვილი: სალომე სამადაშვილის მიმართ სიძულვილითა და აგრესიით სავსე ჰეითერული შეტევა ვიხილეთ