შალვა პაპუაშვილი: როდესაც ვსაუბრობთ ღირსეულად ევროპისკენ, ჩვენს მოქალაქეებს ვგულისხმობთ, რომ მათ უნდა ჰქონდეთ იგივე უფლებები დღესვე, როგორიც აქვთ ევროკავშირის მოქალაქეებს

Read Time:45 Second

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ღირსეულად ევროპისკენ, ორ ფეხზე და არა ცალ ფეხზე ევროპისკენ, ჩვენ მოქალაქეებს ვგულისხმობთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ იგივე უფლებები დღესვე, როგორიც აქვთ ევროკავშირის მოქალაქეებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იგივე უფლებები, რაც აქვს ევროკავშირის მოქალაქეს.

„გერმანიაში არსებობს ლობისტების რეესტრი და გერმანული საერთაშორისო გამჭვირვალობა რეგისტრირებულია როგორც ლობისტი, რადგან ისინი ჩართულია პოლიტიკაში, ზემოქმედებენ და აქვთ საკუთარი ინტერესები. საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს იგივე უფლებები, რაც აქვს ევროკავშირის მოქალაქეს. როგორც ევროკავშირის მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, ვინ არიან ის ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკაში, ასეთივე უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს იცოდეს ამის შესახებ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ღირსეულად ევროპისკენ, ორ ფეხზე და არა ცალ ფეხზე ევროპისკენ, ჩვენ მოქალაქეებს ვგულისხმობთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ იგივე უფლებები დღესვე, როგორიც აქვთ ევროკავშირის მოქალაქეებს. მათ აქვთ ინფორმაციები, იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკაში, ზუსტად ასე უნდა ჰქონდეთ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან ლორთქიფანიძე: ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბი დაიდგმება გიორგი ვაშაძისთვის
Next post დავით კაჭარავა: ფეიკზე აგებულ პიარულ მანქანას შეგვიძლია ერთადერთი რამ დავუპირისპიროთ – ჩვენი კულტურით, იდენტობით, რელიგიით, წარსულით, გმირებით, ევროპულ გზაზე ღირსეულად ვივლით და დიდ ნაბიჯებს გადავდგამთ