დავით კაჭარავა: ფეიკზე აგებულ პიარულ მანქანას შეგვიძლია ერთადერთი რამ დავუპირისპიროთ – ჩვენი კულტურით, იდენტობით, რელიგიით, წარსულით, გმირებით, ევროპულ გზაზე ღირსეულად ვივლით და დიდ ნაბიჯებს გადავდგამთ

Read Time:1 Minute, 3 Second

ფეიკზე აგებულ პიარულ მანქანას შეგვიძლია ერთადერთი რამ დავუპირისპიროთ – ჩვენი კულტურით, იდენტობით, რელიგიით, წარსულით, გმირებით ევროპულ გზაზე ღირსეულად ვივლით, ძალიან დიდ ნაბიჯებს გადადგმას ევროპულს გზაზე კიდევ საქართველო და ეს საქმით დამტკიცდება და ამ საქმით გაეცემა ყველას პასუხი, – აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით კაჭარავა.

მისი თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის შესახებ საზოგადოებას დეზინფორმაცია გამიზნულად მიაწოდეს.

„დიდმა პიარულმა მანქანამ ძალიან კარგად იმუშავა – [რუსეთთან] და ამ კანონთან მიმართებით ტოლობა დასვა და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ის რუსეთისკენ გზაა. აქედან გამომდინარე, როცა კითხვას დაუსვამდნენ საზოგადოების წარმომადგენლებს, არავინ იტყოდა, რომ რუსეთის გზა უნდა. ამ ყველაფერს შეგვიძლია დავუპირისპიროთ ის, რომ ჩვენ ჩვენი კულტურით, იდენტობით, რელიგიით, წარსულით, გმირებით ევროპულ გზაზე ღირსეულად ვივლით, საქართველო ძალიან დიდ ნაბიჯებს გადადგმას ევროპულ გზაზე კიდევ – ეს საქმით დამტკიცდება და ამ საქმით გაეცემა ყველას პასუხი. რაც შეეხება დასავლეთის რეაქციებს: ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, მაშინ დაიწყო, როდესაც საქართველომ განაცხადა, რომ არ შეუძლია ომში ჩაერთოს. მსოფლიო სანქციებს შევუერთდით, მაგრამ დამატებითი სანქციები, რომელიც თურმე ჩვენ უნდა დაგვეწესებინა, ჩვენი ქვეყნის დაღუპვა იქნებოდა. თავიდან „ხალხის ძალის“ განცხადებაზე, რომ საქართველოს ომში ჩართვას პირდაპირ სთხოვდნენ, ქილიკი იყო, თუმცა, შემდეგ სხვა ქვეყნების ლიდერების არაერთი პირდაპირი გამოსვლები ვნახეთ იმავე თემაზე, რომ საქართველო ომში უნდა ჩართულიყო. მესმის, რომ დასავლეთის მიზანია საქართველო ერთ-ერთ პაიკს წარმოადგენდეს ჭადრაკის დაფაზე, მაგრამ ამ დიდ ბრძოლაში ჩვენი ქვეყანა ვერ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომ განადგურდეს“, – განაცხადა დავით კაჭარავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: როდესაც ვსაუბრობთ ღირსეულად ევროპისკენ, ჩვენს მოქალაქეებს ვგულისხმობთ, რომ მათ უნდა ჰქონდეთ იგივე უფლებები დღესვე, როგორიც აქვთ ევროკავშირის მოქალაქეებს
Next post ირაკლი კობახიძე: გიორგი ვაშაძე არის ჩვეულებრივი ჯაშუში, ის არ არის უცხოური გავლენის აგენტი, მიხეილ სააკაშვილიც არის ჯაშუში