შალვა პაპუაშვილი: რაც დღეს ვნახეთ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მოსახლეობისა და ამომრჩევლისთვის არაფერი აქვთ სათქმელი

Read Time:31 Second

იმით, რაც დღეს ვნახეთ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მოსახლეობისა და ამომრჩევლისთვის არაფერი აქვთ სათქმელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანია მეორე ტურამდე.

„მათ 2 ოქტომბრამდე აწარმოეს კამპანია ასე ვთქვათ რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, სადაც წააგეს და ახლა უკვე თემაც კი არ ჰქონდათ, სალაპარაკო. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი არის მათი წინასაარჩევნო კამპანია მეორე ტურამდე. ეს არის მთელი მათი პოლიტიკური შინაარსი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადგილობრივ თვითმმართველობასა და იმ საჭიროებებზე, რაც მოქალაქეებს აქვთ, ისინი საუბრობენ უკრაინის მოქალაქის ციხიდან გამოშვებაზე. ამ აბსურდში ცხოვრობენ და სამწუხაროდ, აცხოვრებენ საკუთარ ამომრჩეველსაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბუნებით ავანტიურისტია და თავისივე ფეიკის მსხვერპლი გახდა – მან რაღაც მომენტში მართლა წარმოიდგინა, რომ სახელმწიფო იყო სუსტი
Next post ბაკურ ბაკურაძე: დღეს რომ სააკაშვილი თავის ციხეში იჯდეს, მე ვიქნებოდი პირველი ადამიანი, რომელიც მას დაიცავდა