შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციური პარტიების მხრიდან პროტესტის ფორმის შეცვლა დათმობა არ არის, ეს პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა

Read Time:42 Second

დიალოგის პროცესის მიმართ არაკონსტრუქციული მიდგომა არასწორი ქმედებაა და როცა ამაზე ხელს იღებენ, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმზე გადადიან და უარს ამბობენ პროტესტის იმ ფორმაზე, რაც იყო ორი დღის წინ, ეს არა დათმობა, არამედ ნორმალურ კალაპოტში მოქცევაა, რაც პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა ისედაც არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„ევროკავშირში იმის მოლოდინია, რომ ასოცირების საბჭოს სხდომისთვის ქართული დელეგაცია გარკვეული პროგრესით ჩავა. ჩვენ ამ პროგრესისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ – საარჩევნო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფი შევქმენით და დავდეთ პროდუქტი, რომელზეც არსებითი რაიმე კრიტიკა არ არის. როგორც ჩანს, ამ პუნქტებს შინაარსობრივად ყველა თუ არა, ბევრი ეთანხმება.

ასევე შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რაც არის გზა რიგგარეშე არჩევნებისკენ, თუ ეს მაინც და მაინც მათი სურვილია. რიგგარეშე არჩევნებისთვის ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რადგან საჭიროა საფუძვლის არსებობა. საფუძველი შეიძლება იყოს ის, რომ შედეგებზე მოქალაქეების ნება არ აისახა და ეს უნდა დადასტურდეს, ამის შესაძლებლობა არის საგამოძიებო კომისია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსი კიდევ 133 ადამიანს დაუდასტურდა, 276 კი გამოჯანმრთელდა
Next post ლევან იოსელიანი – ვიწრო პოლიტიკური და პირადი ინტერესი ქვეყნის ინტერესის სასარგებლოდ უნდა იყოს დაძლეული