შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობა“ მუდმივად დაკავებულია დესტრუქციით და არ აძლევს ქვეყანას შესაძლებლობას, მომავალთან დაკავშირებულ დღის წესრიგზე იფიქროს

Read Time:49 Second

სალომე ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი, აკვირდება და ხედავს, რომ პოლიტიკოსების ერთი ჯგუფი მუდმივად არის დაკავებული დესტრუქციით და არ აძლევს შესაძლებლობას ქვეყანას, მომავალთან დაკავშირებულ დღის წესრიგზე იფიქროს, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაუსწოროს რეალობას თვალი და დაინახოს, რომ მას აქვს კონფლიქტი ქართველ ხალხთან.

„რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივას, გასაგებია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის ზეპარტიულია. სალომე ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი, აკვირდება და ხედავს, რომ პოლიტიკოსების ერთი ჯგუფი მუდმივად არის დაკავებული დესტრუქციით და არ აძლევს შესაძლებლობას ქვეყანას, მომავალთან დაკავშირებულ დღის წესრიგზე იფიქროს. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი აიძულებენ ქვეყანას, საზოგადოებას და მედიას, რეალობას მოწყვეტილი საკითხებით იყვნენ მუდმივად დაკავებული. რეალობის ნაწილი არაა ყოველდღიურად იმის განხილვა, თუ როგორ ვერ ეგუება მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნას. ამიტომ პრეზიდენტის სურვილი გასაგებია – მას სურს, როგორმე დაამშვიდოს პოლიტიკური ვითარება. მეორე მხრივ, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ „ნაცმოძრაობა“ ამ რეალობას ვერ ხედავს. არსებობს ორი ვარიანტი: ან ჩვენ ყველა გადავიდეთ „ნაცმოძრაობის“ რეალობაში, ან ისინი უნდა დაუბრუნდნენ ქვეყანაში არსებულ რეალობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებაზე ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ადამიანის უფლებების პატივისცემას, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის მისიას
Next post სალომე სამადაშვილი: ყველაზე ნათელი გზავნილი შერიგების თაობაზე იქნებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ შეწყალების აქტის განხორციელება