არჩილ თალაკვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებაზე ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ადამიანის უფლებების პატივისცემას, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის მისიას

Read Time:1 Minute, 42 Second

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩვენი ხელისუფლების პირობებში ეფუძნებოდა ადამიანის უფლებების პატივისცემას, მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის მისიას. მონაცემები, რომელიც ჩვენ დღეს ვიხილეთ ნამდვილად საამაყოა. თავის დროზე, როდესაც საქართველომ დაიწყო ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ეს შეადარეს დავითის და გოლიათის ამბავს. დღეს კიდევ უფრო მეტად ჩანს, რომ საქართველო ამ ისტორიაში სწორედ ამ როლში იყო და შეძლო ურთულესი პროექტის განხორციელება,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ თავის გამოსვლაში პროგრამის განხორციელების მონაცემებზე და შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, შთამბეჭდავია შედეგი, როდესაც 70 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე გადარჩა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის შედეგად. მათ შორის არიან ჩვენი თანამოქალაქეები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან.

„ამ პროგრამამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჯანდაცვას, ჰუმანიტარულ ინიციატივებს, შეუძლია წაშალოს და დაარღვიოს ის ხელოვნური ბარიერები, რომლითაც სამწუხაროდ, ოკუპაციის შედეგად დღეს ჩვენი საზოგადოება არის გაყოფილი. დღეს შეგვიძლია სიამაყით განვაცხადოთ, რომ არც ერთი საქმე, ევროპულ სასამართლოში და ეროვნულ სასამართლოებში არ არის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, როდესაც მოქალაქეები C ჰეპატიტის გამო და ბარიერების გამო უჩივიან საკუთარ სახელმწიფოს. ეს გახლავთ დიდი მიღწევა და ეს გადაწყვეტილება იმიტომ იყო წარმატებული, რომ ის ადამიანის უფლებების, ჯანდაცვის და ეკონომიკის საუკეთესო ბალანსის წერტილში გახლდათ მიღებული“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვიცე-სპიკერმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინისტრებს, ვინც უშუალოდ იყვნენ ჩართულები პროგრამის განხორციელებაში, ჯანდაცვის სფეროს მეცნიერებს და პროფესიონალებს, ეპიდემიოლოგებს და სამოქალაქო საზოგადოებას და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ გამოხატა მკაფიო პოლიტიკური ნება ამ პროგრამის დასაწყებად, ხოლო ჯანდაცვის პროფესიონალებმა აჩვენეს სრული მზადყოფნა როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით.

ინიციატივით C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების პრეზენტაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (US CDC) ინიციატივით გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, დარგის ექსპერტებმა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებიდან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან და ც ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებლებმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორეს, ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს მადლიერების ჯილდო გადასცეს
Next post შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობა“ მუდმივად დაკავებულია დესტრუქციით და არ აძლევს ქვეყანას შესაძლებლობას, მომავალთან დაკავშირებულ დღის წესრიგზე იფიქროს