შალვა პაპუაშვილი: მოვისმინეთ სააკაშვილის ადვოკატების მუქარა, რომ გაასაჩივრებენ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში, და ვხედავთ, რომ დღემდე ეს არ გაუკეთებიათ. მიზეზი მარტივია – ამ გადაწყვეტილებას წუნი არ აქვს

Read Time:32 Second

ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილის ადვოკატების მუქარა, რომ ისინი მყისიერად გაასაჩივრებენ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში, და ვხედავთ, რომ დღემდე ეს არ გაუკეთებიათ. მიზეზი მარტივია – ამ გადაწყვეტილებას წუნი არ აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გვაქვს ორი ხელშესახები ფაქტი. პირველი არის სასამართლოს პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებმაც იმსჯელეს, მოუსმინეს ექსპერტებს და დაადგინეს, რომ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების არანაირი წინაპირობა არ არსებობდა. ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილის ადვოკატების მუქარა, რომ ისინი გაასაჩივრებენ ამას მყისიერად სტრასბურგში, და ვხედავთ, რომ დღემდე ეს არ გაუკეთებიათ. მიზეზი მარტივია – ამ გადაწყვეტილებას წუნი არ აქვს“, – აცხადებს პაპუაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილის საქმის სტრასბურგში გასაჩივრების გადაწყვეტილება ჯერჯერობით განხილვის პროცესშია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას სამეულზე: მათი მიზანია როგორმე საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რომ თუ უარს გვეტყვიან ამით ხალხის აღშფოთება გამოიწვიონ და რაც ვერ შეძლეს მარტის დღეებში, ის შეძლონ შემოდგომაზე
Next post იაგო ხვიჩია: იმ ბუკეტს არ ვუხდებით, სხვანაირი ხალხი ვართ, სხვანაირი ხასიათებით გამოვირჩევით