სოზარ სუბარი ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას სამეულზე: მათი მიზანია როგორმე საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რომ თუ უარს გვეტყვიან ამით ხალხის აღშფოთება გამოიწვიონ და რაც ვერ შეძლეს მარტის დღეებში, ის შეძლონ შემოდგომაზე

Read Time:1 Minute, 16 Second

როდესაც ვაშაძის, ჯაფარიძისა და ხოშტარიას ბოლშევიკური „ტროიკა“ ბრიუსელის დერეფნებში დადის და პრაქტიკულად ყველა კარზე აკაკუნებს, რომ როგორმე, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ თუ უარს გვეტყვიან ამ შემთხვევაში ხალხის აღშფოთება გამოიწვიონ და რაც ვერ შეძლეს მარტის დღეებში, ის შეძლონ შემოდგომაზე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი იოანე შაიშმელაშვილთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი მებრძოლების ის ნაწილი, რომლებიც პოლიტიკურად ბოლომდე აფილირებულები არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და უკრაინიდან პერიოდულად იმუქრებიან საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებით, მათი თბილისში ჩამოსვლაც არ იყო შემთხვევითი ამბავი და ეს ყველაფერი მიდის ომის პარტიის მიზნებთან, რომ როგორმე საქართველო ჩაითრიონ ომში.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი ღირსება, ჩვენი კულტურა და ყოველთვის უნდა დავიცვათ ეს ღირსება. გამორიცხულია, რომ დავთმოთ იმიტომ, რომ ღირსების დათმობა სახელმწიფოებრიობის დათმობასაც ნიშნავს და ტყუილად არ ვამბობთ, რომ ევროკავშირში ჩვენ ჩვენი ღირსებით უნდა შევიდეთ და არა ასკინკილით და ცალ ფეხზე დგომით, როცა გეტყვიან რომ – თუ გინდა, ევროპაში მიგიღოთ, დადექი ახლა კუთხეში ცალ ფეხზე და ერთი კვირა იდექი. ბოდიში, ეგრე არ გამოვა და ვერ იქნება იმიტომ, რომ თუ ვინმე ამას გთხოვს ე.ი. ის არ არის ის, საითაც უნდა ისწრაფოდე, ის არის ის ევროპა, რომელიც ჩვენ გვგონია. ევროპა სხვა რამეა და ზუსტად იმ ევროპაში გვინდა ჩვენ. შემთხვევითი არ არის ის ამბავიც, რომ ქართველი მებრძოლების ის ნაწილი, რომლებიც პოლიტიკურად ბოლომდე აფილირებულები არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან აგრესორის წინააღმდეგ და პერიოდულად იმუქრებიან საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებით, მათი უმრავლესობა ჩამოსული იყო თბილისში ამ დღეების განმავლობაში. ესეც არ იყო შემთხვევითი ამბავი, ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული და საბოლოოდ მიდის ომის პარტიის მიზნებთან, რომ როგორმე საქართველო ჩაითრიონ ომში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა გიორგობიანი გიორგი კეკელიძის განცხადებაზე: რა საინტერესოა, ამათთვის შეიძლება „იუნესკოს“ მისწერონ დამსმენი წერილი ელისო ბოლქვაძის წინააღმდეგ და მათ თუ სიტყვა შეჰკადრა ვინმემ, უკვე ბულინგია?
Next post შალვა პაპუაშვილი: მოვისმინეთ სააკაშვილის ადვოკატების მუქარა, რომ გაასაჩივრებენ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში, და ვხედავთ, რომ დღემდე ეს არ გაუკეთებიათ. მიზეზი მარტივია – ამ გადაწყვეტილებას წუნი არ აქვს