შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ რუსეთთან სამართლებრივი დავები გაააქტიურა

Read Time:42 Second

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ რუსეთთან სამართლებრივი დავები გაააქტიურა“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივრის, ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე განხილვის განახლებას.

„იცით, რომ საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოიგო დავა, რომელიც 2008 წლის მოვლენებს ეხებოდა. დარწმუნებული ვარ, საქართველო ახლაც წარმატებული იქნება საერთაშორისო სასამართლოებში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივრის, ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე განხილვა განაახლა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისთვის, საქართველო რუსეთის პასუხისმგებლობას ითხოვს. კერძოდ, განგრძობადი ოკუპაციით, მავთულხლართების გაბმითა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ წარმოებული მიზანმიმართული კამპანიით, რუსეთის მიერ ევროპული კონვენციის ისეთი მუხლები ირღვევა, როგორიცაა: სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებები, განათლების უფლება და მიმოსვლის თავისუფლება.

იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 2018 წლის 21 აგვისტოს შეიტანა. ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურდება რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტმა ოპოზიციის მიერ ინიცირებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა
Next post ნიკოლოზ სამხარაძე: ლიეტუვის პრეზიდენტმა მოგვიწოდა, რომ პარლამენტში ყველამ ერთად კონსტრუქციულად ვიმუშაოთ იმ პრობლემების გადასაწყვეტად, რომლებიც ქვეყანას წინ უდგას