შალვა პაპუაშვილი მანდატების შეწყვეტაზე – ჩამოყალიბდნენ ხვალამდე და ჩვენც ჩამოვყალიბდებით ჩვენს გადაწყვეტილებაში

Read Time:35 Second

„ჩვენს ოპონენტებს ჯერ კიდევ აქვთ დრო იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ, რომელ მხარეს დგებიან, დემოკრატიის მხარეს, თუ დემოკრატიის მოწინააღმდეგეების, როგორც ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გაცხადდა – პარლამენტისთვის ძირის გამომთხრელ მხარეს“ – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შალვა პაპუაშვილმა მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური საკითხი და ამასთან დაკავშირებით გუნდში იქნება მსჯელობა. „ჩვენ ველით 2 თებერვლის სხდომას. ჩვენს ოპონენტებს ჯერ კიდევ აქვთ დრო იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ, რომელ მხარეს დგებიან, დემოკრატიის მხარეს, თუ დემოკრატიის მოწინააღმდეგეების, როგორც ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გაცხადდა, პარლამენტისთვის ძირის გამომთხრელ მხარეს. ასე, რომ ჩამოყალიბდნენ ხვალამდე და ჩვენც ჩამოვყალიბდებით ჩვენს გადაწყვეტილებაში. ეს არის პოლიტიკური საკითხი. ამასთან დაკავშირებით გუნდში გვექნება მსჯელობა და მივიღებთ გადაწყვეტილებას“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
Next post კახა კალაძე თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს