არჩილ თალაკვაძე თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

Read Time:24 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ქართველი საესტრადო მომღერლის, თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის სახელით უსამძიმრებს წიკლაურის ოჯახს, ახლობლებსა და თაყვანისმცემლებს.

„ქართულმა სცენამ და ქართველმა მსმენელმა დიდი ვარსკვლავი და საყვარელი შემსრულებელი დაკარგა.

თემურ წიკლაურს წილად ხვდა ბედნიერება ყოფილიყო ქართველი ხალხის საყვარელი შემოქმედი, რომელსაც პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად საქართველოს არწივი შეარქვეს.

მისი მრავალფეროვანი შემოქმედება და გაცოცხლებული პერსონაჟები სამუდამოდ დარჩება ისტორიას.

საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონი თემურის ოჯახს, ახლობლებსა და თაყვანისმცემლებს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 2020 წელს საქართველოში 30 სკოლა აშენდა
Next post შალვა პაპუაშვილი მანდატების შეწყვეტაზე – ჩამოყალიბდნენ ხვალამდე და ჩვენც ჩამოვყალიბდებით ჩვენს გადაწყვეტილებაში