შალვა პაპუაშვილი: ვმსჯელობთ, ხმის დათვლის დროს გამოვიყენოთ ხმის მთვლელი მანქანები, თუ დავაყენოთ კამერები დათვლის მაგიდებთან

Read Time:30 Second

საარჩევნო რეფორმის პროცესში ჯგუფს რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა, რომელიც ეძღვნებოდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას საარჩევნო პროცესში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტი არსებობს და ის საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით გამართულ რამდენიმე შეხვედრაზე განიხილეს.

„ზოგადად საარჩევნო დღეს არის სამი ფაზა, სადაც შეიძლება სხვადახვა პროცედურის შეცვლა. ეს არის ხმის მიცემის პროცედურა, ამომრჩევლის იდენტიფიცირება და ხმის დათვლის პროცედურა. ვმსჯელობთ მაგალითად იმაზე, ხმის დათვლის დროს გამოვიყენოთ ხმის მთვლელი მანქანები, თუ დავაყენოთ კამერები დათვლის მაგიდებთან, რომელიც დააფიქსირებს ბიულეტენებს და მათ შორის, მათზე დაფიქსირებულ ამომრჩევლის ნებას. სხვადასხვა იდეა გვაქვს და ამას შევაჯერებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე „ნამახვანჰესზე“: ცხადია, გაგრძელდება კომუნიკაცია საზოგადოებასთან – ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან
Next post „ქართული ოცნების“ ლიდერები ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციების პარტიულ აქტივს შეხვდნენ