„ქართული ოცნების“ ლიდერები ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციების პარტიულ აქტივს შეხვდნენ

Read Time:24 Second

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარტიის ორგანიზაციის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად, ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციების პარტიულ აქტივს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საორგანიზაციო საკითხები. “რამდენიმე თვეში ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდი, მათ შორის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში, მთლიანად იყოს მობილიზებული იმისთვის, რომ სათანადო შედეგი მივიღოთ ამ არჩევნებზე” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: ვმსჯელობთ, ხმის დათვლის დროს გამოვიყენოთ ხმის მთვლელი მანქანები, თუ დავაყენოთ კამერები დათვლის მაგიდებთან
Next post ხათუნა ხოფერია – საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია, მხარი დაუჭიროს საქართველოს შუაგულიდან, ულამაზესი რიონის ხეობიდან წამოსულ პატრიოტულ მუხტს