ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026

შალვა პაპუაშვილი – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართულ დელეგაციას მხარი არაფრისთვის დაუჭერია, რეზოლუციას, რომელშიც სიცრუე იწერება, მხარდაჭერა არ ექნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ქართულ დელეგაციას მხარი არაფრისთვის დაუჭერია.

შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ დელეგაციამ მხარი დაუჭირა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, სადაც ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ არის ჩანაწერი.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რეზოლუციაში როდესაც სიცრუე და დეზინფორმაცია იწერება, ამას არ ექნება საქართველოს დელეგაციის მხარდაჭერა.

„სიცრუე და დეზინფორმაცია სადაც იწერება, იმ რეზოლუციას ჩვენი მხარდაჭერა არ აქვს. თავად დოკუმენტს ჩვენი მხარდაჭერა ექნებოდა, რომ არა ჯო უილსონი და უკრაინის დელეგაცია, ცნობილი ჯგუფები – პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, რომლებიც, არ ვიცი, რატომ ერჩიან ასე ქართველ ხალხს, რა გაგვიკეთებია სიკეთის მეტი, რომ ასე უნდათ ქართველი ხალხი. ვხედავთ, რომ მათი მცდელობით, ჩაიწერა ნახევარი წინადადება, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა არ ექნებოდა. ასე რომ, ესეც ცალკე ამბავია. დეზინფორმაციას ავრცელებს სხვადასხვა მედია. განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მედია დეზინფორმაციას ავრცელებს და ამას ევროკავშირის საელჩო მშვიდად უყურებს. ჩვენ გვიწერდნენ რეკომენდაციებში დეზინფორმაციის არდაშვებას, თავად ფულს უხდიან ორგანიზაციებს, რომლებიც ტყუილსა და დეზინფორმაციას ავრცელებენ. მერე კიდევ გვეუბნებიან, რომ ეს არის დამოუკიდებელი მედია. სამწუხაროდ, დღეს დეზინფორმაცია დაფინანსებულია მათ შორის ევროკავშირის საელჩოს მხრიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, დოკუმენტის პირვანდელ ვერსიას ჰქონდა საქართველოს მხრიდან მხარდაჭერა, თუმცა, რომ არა ჯო უილსონისა და უკრაინის დელეგაციის მიერ შეტანილი  წინადადება, მხარდაჭერას მიიღებდა.

„რაც შეეხება დოკუმენტს, მის პირვანდელ ვერსიას ჰქონდა მხარდაჭერა, მათ შორის ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებაც შევიდა. ჩვენი დელეგაციის ინიციატივა იყო, რომელიც გაითვალისწინეს ტექსტის ავტორებმა, ამ მხრივ, მთლიანად რეზოლუცია მეტ-ნაკლებად მისაღებია. რომ არა ეს ერთი მავნებლური წინადადება, რომელიც უკრაინის დელეგაციის და ჯო უილსონის ინიციატივით იქნა შეტანილი, ჩვენი მხარდაჭერა ექნებოდა. ჩვენი ინიციატივა იყო ოკუპირებული რეგიონების აღიარების საკითხი, ჩვენ საერთაშორისო ინსტრუმენტებს ვიყენებთ, რათა მოვუწოდოთ ყველას, აღიარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის არაღიარების პოლიტიკის ნაწილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„სრულად უფასო იქნება…“ – მერიის გადაწყვეტილება, რომელიც პირველი მაისიდან ამოქმედდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის მერია, ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს. პროცედურა, 1-ელი მაისიდან მოქალაქეებისთვის სრულად უფასო იქნება.როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ, დედაქალაქში, თბილისში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებელს, ან იმ მოქალაქეებს, ვინც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს.„თბილისის მერია, ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს. პროცედურა, 1-ელი მაისიდან მოქალაქეებისთვის სრულად უფასო იქნება. მას დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური დააფინანსებს. ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ, დედაქალაქში, თბილისში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებელს, ან იმ მოქალაქეებს, ვინც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს“, - აღნიშნა კალაძემ.

გიორგი შარაშიძე – ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ წითელი ხაზია, ასეთ ძალასთან, რომელიც ხელისუფლების გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს, ურთიერთობა არასოდეს გვექნება

ჩვენ ოპოზიციისგან გამიჯნული ვართ და ჩვენთვის წითელი ხაზია „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.შარაშიძის თქმით, ასეთ ძალასთან, რომელიც ხელისუფლებას კი არ ასუსტებს, არამედ მის გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს, ურთიერთობა პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ არასოდეს ექნება.„„ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფები როდის გაერთიანდებიან, როდის დაიშლებიან, რა ესთეტიკით და რა ეთიკური სტანდარტით აქვთ ერთმანეთში კომუნიკაცია, ეს არ არის ჩვენთვის არც საინტერესო, არც პრიორიტეტული. „ნაცმოძრაობასთან“ ურთიერთობა წითელი ხაზია მათი დამოკიდებულების გამო. ამ რეჟიმის დანაშაულების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება იცით, ასევე მათი დამოკიდებულების გამო არჩევნების თაობაზე და 4 ოქტომბრის პროვოკაციაზე. სწორედ ისინი არიან შემოქმედები. ამ ყველაფრით „ოცნება“ გააძლიერეს, ჩვენ კი ხელისუფლებას ვებრძვით საკმაოდ მწვავედ და, მათ შორის, პარლამენტში. ასეთ ძალასთან, რომელიც ხელისუფლებას კი არ ასუსტებს, არამედ მის გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს, ურთიერთობა არასოდეს გვექნება“, – აღნიშნა შარაშიძემ.

ირანის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი – აშშ აღარ არის იმ პოზიციაში, რომ დამოუკიდებელ ქვეყნებს თავისი პოლიტიკა უკარნახოს

აშშ აღარ არის იმ პოზიციაში, რომ დამოუკიდებელ ქვეყნებს თავისი პოლიტიკა უკარნახოს – ამის შესახებ ირანის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, რეზა თალაი-ნიკმა განაცხადა.პრესსპიკერის თქმით, აშშ-მ უარი უნდა თქვას უკანონო და ირაციონალურ მოთხოვნებზე.მისი განცხადებით, ირანი აგრძელებს ქვეყნის ეროვნული თავდაცვის გაძლიერებას და შეიარაღებული ძალების საჭიროებების უზრუნველყოფას. თალაი-ნიკმა აღნიშნა, რომ ირანი მზად არის, გაუზიაროს თავდაცვითი შესაძლებლობები სხვა დამოუკიდებელ ქვეყნებსაც.პარალელურად კი, ირანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერი მოჰამად აქრამინია აცხადებს, რომ ირანში კვლავ საომარი მდგომარეობაა და ირანის შეიარაღებულმა ძალებმა დაასრულეს სამიზნეების სიის განახლება და სამხედრო აღჭურვა.

შალვა პაპუაშვილი – საპარლამენტო კომისიის ამოცანა იყო, ფასების წარმოქმნის სტრუქტურა შეესწავლა, იქნება შინაარსობრივი დასკვნა, როგორ ხდება საქართველოში ფასწარმოქმნა და რა შეიძლება, გამოსწორდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია თავის სამუშაოს ასრულებს და მოცულობით, დეტალურ დასკვნას დადებს.პაპუაშვილის განმარტებით, კომისია შეიმუშავებს დასკვნას, როგორ ხდება საქართველოში ფასწარმოქმნა და რა შეიძლება, გამოსწორდეს.„კომისიის ამოცანა იყო, ფასების წარმოქმნის სტრუქტურა შეესწავლა და ენახა, ფასწარმოქმნის ჯაჭვში ხომ არ არის რაიმე რგოლი, რომელიც ხელოვნურია, სხვა რაღაც ბარიერია, რომელსაც შეიძლება, სხვანაირი მოწესრიგება სჭირდებოდეს, საკითხი ობიექტურია თუ სუბიექტური. კომისიის მხრიდან იქნება შინაარსობრივი დასკვნა, როგორ არის საქართველოში ფასწარმოქმნა და რა შეიძლება გამოსწორდეს. მთავარი ამოცანაა, ფასების საკითხზე კითხვაზე პასუხი გაეცეს. ბოლოს და ბოლოს, უნდა გვქონდეს კომპეტენტური აზრი, არის ობიექტური მოცემულობა თუ ამაში რაიმე ხელოვნურია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ირანზე პოსტს აქვეყნებს – „მეტად აღარ იქნება კარგი ბიჭი, სჯობს, მალე მოიქცნენ ჭკვიანურად“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ირანის მიმართ მუქარის შემცველ პოსტს აქვეყნებს.ამასთან, ტრამპი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს წარწერით: „მეტად აღარ იქნება კარგი ბიჭი“.„ირანი ვერ ახერხებს ეფექტურად მოქმედებას. მათ არ იციან, როგორ მოაწერონ ხელი არაბირთვულ შეთანხმებას. სჯობს, მალე მოიქცნენ ჭკვიანურად!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა.

ბოლო სიახლეები