შალვა პაპუაშვილი: დღემდე არ არის დანიშნული საქართველოში უკრაინის ელჩი, ეს არ არის მეგობრული ნაბიჯი ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ამხელა სოლიდარობას უცხადებს უკრაინას

Read Time:27 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის მხრიდან საქართველოში ელჩის ამ დრომდე არდანიშვნა არამეგობრული ნაბიჯია.

პარლამენტის თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს უკრაინის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევაზე, რის შემდეგაც უკვე ერთი წელი შესრულდა.

„რა თქმა უნდა, როდესაც დღემდე არ არის [უკრაინის] ელჩი დანიშნული, ეს არ არის მეგობრული ნაბიჯი ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ამხელა სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. როდესაც ამ დროს ხდება ქართველი ხალხის მიმართ ასეთი ნაბიჯების გადადგმა, თავიდან ელჩის გაწვევა და შემდეგ, ამდენი ხანი უკრაინის სახელმწიფოს წარმომადგენელი რომ არ ჰყავს აქ ელჩის სახით, რა თქმა უნდა, არის სამწუხარო“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გრეტა წიწავა მიხეილ სააკაშვილზე: სტრასბურგში ორივე საქმეზე წააგო – არ აქვს სიმართლე და არც ეშვება
Next post დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დარწმუნდებიან, რომ მისი არმინიჭებით ქვეყანაში არეულობას ვერ გამოიწვევენ. აქედან გამომდინარე, დღეს სტატუსის მინიჭების შანსი გაზრდილია