დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დარწმუნდებიან, რომ მისი არმინიჭებით ქვეყანაში არეულობას ვერ გამოიწვევენ. აქედან გამომდინარე, დღეს სტატუსის მინიჭების შანსი გაზრდილია
მთელი ერთი წლის განმავლობაში ჩვენ გამუდმებით ვსაუბრობთ ოპოზიციის მტრულ ქმედებებზე და მათ მიერ ევროპაში წარმოებულ ფარულ, ანტისახელმწიფოებრივ მოლაპარაკებებზე, რომ არ მოგვცენ სტატუსი ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, რომ არ ჩაგვითვალონ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება და ა.შ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.
ხუნდაძის თქმით, მართალია, ოპოზიცია მიზანმიმართულ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ეწევა და ქვეყანაში არეულობის გამოწვევას ცდილობს, მაგრამ ეს არ გამოუვა, რადგან ქართული საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს.
„კანდიდატის სტატუსი ქვეყანაში არეულობის ტოლფას სავაჭროდ არის გამოყენებული. ოპოზიცია და მათი ლობისტები უცხოეთში მაქსიმალურად ცდილობენ, ყველაფერი გააკეთონ, რათა სტატუსი არ მოგვანიჭონ დეკემბერში და ამით არეულობა გამოიწვიონ. ისინი ფიქრობენ, რომ ხალხის მოტყუებას შეძლებენ და ყველაფრის ფასად ხელისუფლებას ააყირავებენ. ამაში კი ცდებიან. საზოგადოება ყველაფერს ხედავს. მთელი ერთი წლის განმავლობაში ჩვენ გამუდმებით ვსაუბრობთ ოპოზიციის მტრულ ქმედებებზე და მათ მიერ ევროპაში წარმოებულ ფარულ, ანტისახელმწიფოებრივ მოლაპარაკებებზე, რომ არ მოგვცენ სტატუსი ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, რომ არ ჩაგვითვალონ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება და ა.შ. ამის აღიარება დღეს, ევროპელი ლიდერების მხრიდან პოზიტიური დამოკიდებულებით დაბოღმილებს, თავად მოუწიათ. ჩვენ აღარ გვჭირდება უკვე ხალხთან ამის მტკიცება. მიუხედავად მათი მხრიდან უამრავი მცდელობისა, ვერ ახერხებენ ქვეყანაში ამ საკითხზე მღელვარების აზვირთებას. საქართველოს კანდიდატის სტატუსს კი მიანიჭებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დარწმუნდებიან, რომ მისი არმინიჭებით ქვეყანაში არეულობას ვერ გამოიწვევენ. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დღეს სტატუსის მინიჭების შანსი გაზრდილია“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
სოზარ სუბარი: ოპოზიცია ისედაც არ შემოდიოდა სამართლებრივ დებატებში და მათი იქ არყოფნა ვერაფერს დააკლებს პარლამენტის მუშაობას
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოცხადებულ საპარლამენტო ბოიკოტს. სუბარის თქმით, ოპოზიცია აქამდეც სამართლებრივ დებატებში...
რატი იონათამიშვილი: ო’ბრაიენს არ უხსენებია „გამჭვირვალობის კანონის“ გაწვევა, ფაქტობრივად, ამ გზავნილებით ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია დასამარდა
ო'ბრაიენს არ უხსენებია „გამჭვირვალობის კანონის“ გაწვევა, ფაქტობრივად, ამ გზავნილებით ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია დასამარდა, - ამის შესახებ შესახებ „ქრონიკაში“ პარლამენტის ადამიანის...
თორნიკე მოლაშვილი: როგორც კი რუსეთი შევიდოდა უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის უნდა ყოფილიყო აქ ხელისუფლებაში და მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო აფხაზეთში და სამაჩაბლოში
ფაქტობრივად, როგორც კი რუსეთი შევიდოდა უკრაინაში, მიხეილ სააკაშვილის უნდა ყოფილიყო აქ ხელისუფლებაში და მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო აფხაზეთში და სამაჩაბლოში,...
გივი მიქანაძე: ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი არანაირ შანტაჟს არასოდეს არ დაექვემდებარება, როდესაც საქმე ეხება ქვეყნისა და ქართული საზოგადოების ინტერესებს
ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომელმაც საკუთარი და თავისი ოჯახის სიცოცხლე გადადო იმისთვის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება შეცვლილიყო ამ ქვეყანაში და ადამიანის...
არჩილ გორდულაძე: დიახ, ეკლესია არის ქართველი ხალხის სადარაჯოზე, ისევე როგორც ეროვნული ხელისუფლება იქნება ქართველი ხალხის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე
არჩილ გორდულაძე გერმანელი პოლიტიკოსის მიხაელ როთის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დასვა კითხვა - როგორ უნდა შექმნას ქვეყანამ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე,...
მამუკა ხაზარაძე: დღეიდან მოთხოვნა უნდა იყოს – არა რუსულ ხელისუფლებას
მოთხოვნა დღეიდან უნდა იყოს - არა რუსულ ხელისუფლებას. უნდა მოვემზადოთ, უახლოეს ხანში თუ საჭირო გახდა საყოველთაო გაფიცვისთვის, - ასე მიმართა...