შალვა პაპუაშვილი დავით უსუფაშვილს – თქვენს მანდატსა და ქვეყანას უფრო სერიოზულად თუ მიუდგებით და არა – საბავშვო კონსტიტუციის დონეზე, მიხვდებით, სად უნდა იდგეთ

Read Time:25 Second

თქვენს მანდატს უფრო სერიოზულად თუ მიუდგებით, მიხვდებით, სად უნდა იდგეთ, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ წევრს, დავით უსუფაშვილს, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარეს საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე 50 ოპოზიციონერი დეპუტატის ხელმოწერა და მოთხოვნა გადასცა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არასერიოზულია პარლამენტში საბავშვო კონსტიტუციის გამოყენება.

„ბატონო დავით, აქედან ზუსტად ვერ დავინახე, თუ არ ვცდები, საბავშვო კონსტიტუციაა, რაც ხელში გიჭირავთ. ბატონო დავით, თქვენს მანდატს, ქვეყანას თუ უფრო სერიოზულად მიუდგებით და არა – საბავშვო კონსტიტუციის დონეზე, ვფიქრობ, თქვენც მიხვდებით, სად უნდა იდგეთ და თქვენი კოლეგებიც მიხვდებიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით უსუფაშვილმა შალვა პაპუაშვილს მიმართა – მოგმართავთ, გააგრძელოთ კომისიისთვის საჭირო პროცედურები, თუ 50 პარლამენტარის ხელმოწერაც არაა საკმარისი, შევხვდებით საკონსტიტუციო სასამართლოში
Next post dpa: აშშ-მა და გერმანიამ დახურულ კარს მიღმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ მათ არ სურთ ამ დროისთვის რაიმე ვალდებულებების აღება, რაც არსებითად სცილდება ნატოს 2008 წლის დეკლარაციას