დავით უსუფაშვილმა შალვა პაპუაშვილს მიმართა – მოგმართავთ, გააგრძელოთ კომისიისთვის საჭირო პროცედურები, თუ 50 პარლამენტარის ხელმოწერაც არაა საკმარისი, შევხვდებით საკონსტიტუციო სასამართლოში

Read Time:1 Minute, 3 Second

„ლელოს“ წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ხრიკს მიმართა და პარლამენტის 50 წევრს, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია აძლევს უფლებას, თავისი ნებით გადაწყვიტოს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, უპრეცედენტო ადმინისტრაციული ძალადობის გამოყენებით, არ მიეცა ამის საშუალება.

დავით უსუფაშვილმა პარლამენტის სხდომაზე აღნიშნა, რომ, აქედან გამომდინარე, პარლამენტის 50 წევრი ხელმოწერით ადასტურებს საკუთარ ნებას, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია.

„პატივცემულო პარლამენტის თავმჯდომარევ, ჩვენ გაახლებთ პარლამენტის 50 წევრის ხელმოწერას. ანუ, ხელმოწერით ვადასტურებთ ჩვენს ნებას და გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ შეიქმნას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო კომისია, რომლისთვისაც საჭიროა პარლამენტის ერთი მესამედის მხარდაჭერა და სხვა ადამიანები რა აზრზე ბრძანდებით, ეს არ აინტერესებს კონსტიტუციას. ამ ჩვენი ნების გამოვლენით, მოგმართავთ, გააგრძელოთ საგამოძიებო კომისიის ფუნქციონირებისთვის საჭირო პროცედურები. თუ ესეც არ არის საკმარისი, მაშინ შევხვდებით საკონსტიტუციო სასამართლოში, და აუცილებლად შევხვდებით უკვე საგამოძიებო კომისიაში, რომელიც აუცილებლად შეიქმნება, ამ პარლამენტში თუ არა, შემდგომ პარლამენტში, რათა, ყველაფერთან ერთად, რაც ხდება მართლმსაჯულებაში, გამოძიებული და სააშკარაოზე გამოტანილი იყოს ისიც, რაც მოხდა ამ დღეებში პარლამენტში. კონსტიტუციით გარანტირებული უფლება წაშალეთ, კონსტიტუცია გადაშალეთ და წაშალეთ, ამის პატიება არ შეიძლება. ეს ეპატია წინა ხელისუფლება 2012 წელს, არ შეიქმნა ასეთი კომისია, რადგან 2012 წლის დეკემბერში საპარლამენტო კომისიის შექმნის პროცესში, დიახ, მაშინაც ჩაერივნენ ვიღაცები, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, მაშინდელი იუსტიციის მინისტრი, მაშინდელი გენერალური პროკურორის მოადგილე. არ შეგვაქმნევინეს კომისია სწორედ მართლმსაჯულების და სამართალდამცავ სისტემაში გამოძიებისთვის, იგივე ხდება ახლაც“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გრეტა წიწავა: მაღალი სტანდარტი, გამჭვირვალობა და ელექტრონული ტექნოლოგია – ეს არის საქართველოში ჩატარებული ბოლო არჩევნების მოკლე შეფასება
Next post შალვა პაპუაშვილი დავით უსუფაშვილს – თქვენს მანდატსა და ქვეყანას უფრო სერიოზულად თუ მიუდგებით და არა – საბავშვო კონსტიტუციის დონეზე, მიხვდებით, სად უნდა იდგეთ