ოთხშაბათი, სექტემბერი 30, 2026

შალვა პაპუაშვილი – ავღანეთში, სადაც ესტონეთისა და ლიეტუვის საომარი იყო, ჩვენ ვიომეთ, რამდენი ჯარისკაციც მათ ჰყავდათ, იმდენი ჩვენი ჯარისკაცი მხოლოდ დაიღუპა

ავღანეთში, სადაც ესტონეთისა და ლიეტუვის საომარი იყო, ჩვენ ვიომეთ, რამდენი ჯარისკაციც მათ ჰყავდათ, იმდენი ჩვენი ჯარისკაცი მხოლოდ დაიღუპა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ლიეტუვისა და ესტონეთის ხელისუფლებები ცდილობენ ქართველ ხალხზე თავდასხმით რაღაცნაირად აჩვენონ საკუთარი განსაკუთრებული შესაძლებლობები, რაც უბრალოდ არასერიოზულია.

„ვხედავთ ესტონეთისა და ლიეტუვის განსაკუთრებულ ვერბალურ, გამორჩეულ მხარდაჭერას და განსაკუთრებულ საომარ თუ საბრძოლო რიტორიკას უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით. სადაც საომარი იყო ავღანეთში, სადაც მათი ომი იყო, ნატო-ს წევრების, ესტონეთისა და ლიეტუვის, იქ ჰყავდათ 30-30 კაცი, ისიც შტაბებში დამალული და 1 000 ჯარისკაცი გვყავდა ჩვენ. რამდენი ჯარისკაციც ლიეტუვასა და ესტონეთს ჰყავდათ, იმდენი ჩვენი ჯარისკაცი მხოლოდ დაიღუპა ავღანეთში. სადაც საომარი იყო, მათი ომი ჩვენ ვიომეთ და ახლა, როდესაც ამ ორი ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს ქართველ ხალხზე თავდასხმით რაღაცნაირად გვაჩვენონ თავიანთი განსაკუთრებული შესაძლებლობები, ეს უბრალოდ არასერიოზულია.

მინდა, შევახსენო, რომ ეს არის, როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებების მადლიერება ქართველი ხალხის მიმართ, რომ მაშინ, როდესაც ქართველმა ხალხმა მათი ომი იომა ავღანეთში, ისე, რომ ჩვენ არ ვიყავით ნატო-ს წევრები და ამ მისიაში წავედით საერთო მიზნების, სიკეთის გამო. როდესაც ჩვენ 1 000-კაციანი კონტინგენტით ვიყავით წარმოდგენილი, 30-30 კაცი ჰყავდათ ესტონეთსა და ლიეტუვას ავღანეთში, ისიც შტაბებში. ჩვენი ჯარისკაცები წინა ხაზზე იყვნენ ამ ომში. ასე რომ, ეს ქედმაღლობა, რომელიც, როგორც ჩანს, ნატო-ს ქოლგით არის გამოწვეული, გასაგებია, დაცული არიან, რა ედარდებათ, ჩიტი ვერ შეფრინდება ვერცერთ ქვეყანაში. თვითონ თითის გატოკებაც კი არ მოუწევთ, ნატო-ელი ჯარისკაცები მიხედავენ მათ უსაფრთხოებას.

ჩვენ, ქართველ ხალხს ამდენი ხანია გვერჩიან. მათ შორის, ბოლო ორი წელია, სწორედ ეს ორი ქვეყანა იყო მოწინავე იმაში, რომ როგორმე ებიძგებინა და ეიძულებინათ საქართველოს ხელისუფლება, დაგვეწესებინა სანქციები ქვეყნისთვის, რომლის საოკუპაციო ჯარი დედაქალაქიდან 30 კილომეტრში დგას. ვინ იბრძოლებდა აქ, ესტონელ ჯარისკაცს გამოუშვებდნენ თუ ლიეტუველს? სად გაუშვეს, უკრაინაში გაუშვეს ესტონელი ჯარისკაცი თუ ლიეტუველი ჯარისკაცი? ამიტომ, ეს დამოკიდებულება და ფარისევლობა, რომელსაც ვხედავთ ესტონელი და ლიეტუველი ხელისუფლების მრიდან, ეს, დიდი ხანია, ჩვენმა მოსახლეობამ ნახა. ნახა ის სამარცხვინო საერთაშორისო სამართლის დამრღვევი მათი ქმედებები, როდესაც მიტინგზე დადგნენ სხვა ქვეყანაში. ასეთ სამარცხვინო ნაბიჯებს რომ გადადგამს ხელისუფლების წარმომადგენელი, იქ გასაკვირი არაფერი არ არის, მაგრამ ამას მიჩვეული ვართ. უკრაინა ასე იქცევა, უკვე ბოლო ორი წელია, ჩვენ ამით არ ვზიანდებით. უკრაინა ნამდვილად იზიანებს თავს იმით, რომ საქართველს ხალხს თავს ესხმის სხვადასხვა არასამართლიანი გადაწყვეტილებებით თუ ნაბიჯებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კინწურაშვილს საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება – “დედას ერთი წლის წინ დაუსვეს ლეიკემიის დიაგნოზი, საჭიროა წამლის შეძენა, რისი ღირებულებაც არის 24.000 დოლარი…“

მსა­ხი­ობ კახა კინ­წუ­რაშ­ვილს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა ესა­ჭი­რო­ე­ბა. რო­გორც მისი მე­გო­ბა­რი მაშო სა­მა­დავ­ში­ლი ავ­რცე­ლებს, კა­ხას დე­დას ერთი წლის წინ და­უს­ვეს ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი, აქამ­დე შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო თან­ხე­ბის გა­უხ­მა­უ­რებ­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბა. ამ ეტაპ­ზე კი სა­ჭი­როა წამ­ლის შე­ძე­ნა, რისი ღი­რე­ბუ­ლე­ბაც არის 24.000 დო­ლა­რი.“მე­გობ­რე­ბო, გა­წუ­ხებთ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­ზე. ჩვე­ნი ძვირ­ფა­სი კახა კინ­წუ­რაშ­ვი­ლის დე­დას ერთი წლის წინ და­უს­ვეს ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი, აქამ­დე შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო თან­ხე­ბის გა­უხ­მა­უ­რებ­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბა. ამ ეტაპ­ზე სა­ჭი­როა წამ­ლის შე­ძე­ნა, რისი ღი­რე­ბუ­ლე­ბაც არის 24.000 დო­ლა­რი.მჯე­რა, რომ ამ თან­ხის სა­ერ­თო ძა­ლე­ბით მო­ბი­ლი­ზე­ბას შევ­ძლებთ. მჯე­რა, იმი­ტომ რომ არა­ერ­თი მა­გა­ლი­თი გვაქვს და იმი­ტო­მაც რომ ყვე­ლა ასეთ საქ­მე­ში კახა ჩემი პირ­ვე­ლი მხარ­დამ­ჭე­რია.მიმ­ღე­ბი: კა­ხა­ბერ კინ­წუ­რაშ­ვი­ლი#GE32BG0000000668376600#GE35TB5641945061600002,“ - ავ­რცე­ლებს სა­მა­დაშ­ვი­ლი.

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მრევლს მნიშველოვან ინფორმაციას უზიარებს.როგორც ეპარქიის განცხადებაშია ნათქვამი, უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის შიო III ლოცვა კურთხევით, დაიგეგმა კათოლიკოს პატრიარქის შიო III ჩამობრძანება სხალთის ეპარქიაში ოქტომბრის თვეში, სვტისცხოვლობის შემდეგ.„სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა. ნათლობის მსურველები გახდებიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო III ნათლულები.ნათლობის ჯვრებს თავის ნათლულებს პატრიარქი თავად გადასცემს საჩუქრად.ნათლობის ჩატარების დღესა და რიცხვს და დამატებით სრულ და დეტალურ ინფორმაციას მოგაწოდებთ უახლოეს დღეებში“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კახა კალაძე – ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, ძალიან მალე გამოიგზავნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას

ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.როგორც მერმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში, დედაქალაქისთვის მეტროს ახალი ვაგონების დამზადების პროცესს პირადად გაეცნობა და ქალაქ ნანკინის მერთან შეხვედრას გამართავს.„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვეწვიოთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიას, სადაც ჩვენი დედაქალაქისთვის მზადდება მეტროს ვაგონები. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ვაგონების განახლება, ახალი ვაგონების შეძენა არ მომხდარა. პირველი, ვინც ეს შეძლო და გააკეთა, არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. ძალიან მიხარია, 111 ვაგონის წარმოება არის დაწყებული. ხვალ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ დავათვალიეროთ ის კონკრეტული დამზადებული ვაგონები, რომელიც ძალიან მალე გამოიგზავნება დედაქალაქში და მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.თბილისის მერმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.„ჩინეთთან ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა. ბოლო წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები ღრმავდება და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ, კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ აღნიშნული ურთიერთობები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კაია კალასი – ევროკავშირი იყენებს თავის ინსტრუმენტებს, რათა სირიას ინკლუზიური და მშვიდობიანი გარდამავალი პერიოდის გზაზე დაეხმაროს, გარდამავალი პერიოდის წარმატება ევროპისთვის მნიშვნელოვანია

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ სირიის გარდამავალი პერიოდის წარმატება ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.აღნიშნულის შესახებ კალასმა დამასკოში, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.„ევროკავშირი თავის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინსტრუმენტებს იყენებს, რათა სირიას ინკლუზიური და მშვიდობიანი გარდამავალი პერიოდის გზაზე დაეხმაროს“, – აღნიშნა კაია კალასმა.კალასმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირსა და სირიას შორის ურთიერთობები ასადის დამხობის შემდეგ განიცდის წინსვლას.ცნობისთვის, კაია კალასს დამასკოში სირიის გარდამავალი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი ასაად ალ-შეიბანი შეხვდა.

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ კახეთში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითური გზით დაბალშაქრიანი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებითსახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, რქაწითლის ჯიშის ყურძნის ადგილწარმოშობის შესახებ ყალბი ცნობები მოიპოვეს და შეეცადნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მდებარე ღვინის ქარხანაში 20 600 კილოგრამი დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძნის ჩაბარებას. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დროულად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების გამო ვერ მოახერხეს.ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის მცდელობა) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და გამოყენება)  წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები