შალვა ნათელაშვილი: ეუთო/ოდირის დაღუპულია საქართველო, მათი კომისიები ფულის საკეთებლად ჩამოდიან

Read Time:25 Second

დანაშაულებრივი დოკუმენტია, გამოსაძიებელია მაგის დამწერთა საქმიანობა, აქ რომ ჩამოვიდნენ, რომელ რესტორანში ქეიფობდნენ და რამდენი ანგარიში წავიდა მათ სახელზე ოფშორებში, – ასე შეაფასა შალვა ნათელაშვილმა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

„საერთოდ, ეუთო/ოდირის დაღუპულია საქართველო. მათი კომისიები 30 წელია, დაკავებული არიან კორუფციით, აქ ჩამოდიან ფულის საკეთებლად. ამას აკეთებდნენ შევარდნაძესთან, ამას აკეთებდნენ სააკაშვილთან და ამას აკეთებენ სუპერ მასშტაბში უკვე ივანიშვილთან. მათ საერთოდ ფეხებზე ჰკიდიათ საქართველოში დემოკრატიის განვითარება და წერენ ისეთივე დასკვნებს, რასაც ადგენენ აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში, სამარცხვინოა“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეუთო/ოდირი: 31 ოქტომბერს მონახულებულ უბნებზე საარჩევნო პროცესი იყო გამჭვირვალე, პროცედურები კი ძირითადად დაცული
Next post მგზავრობის ვადიანი აბონემენტი, 50 თეთრიანი ტარიფი და საათნახევრის განმავლობაში უფასოდ მგზავრობა – რა შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში