ეუთო/ოდირი: 31 ოქტომბერს მონახულებულ უბნებზე საარჩევნო პროცესი იყო გამჭვირვალე, პროცედურები კი ძირითადად დაცული

Read Time:1 Minute, 1 Second

საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ მონახულებულ შეზღუდული რაოდენობის საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესი იყო გამჭვირვალე, პროცედურები კი ძირითადად დაცული, – ამის შესახებ ეუთო/ოდირის მიერ საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშშია ნათქვამი.

თუმცა დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არჩევნების დღეს პარტიის წარმომადგენლებისა და პარტიასთან დაკავშირებული სამოქალაქო სადამკვირვებლო ჯგუფების ჭარბი რაოდენობა საარჩევნო უბნებზე ზედმეტ ხალხმრავლობას ხელს უწყობდა.

„რამდენიმე სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ჩაატარა გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია და არჩევნების დღეს მოკლევადიანი დამკვირვებლები წარადგინა, რაც ხელს უწყობდა პროცესის ზოგად გამჭვირვალობას. თუმცა პარტიის წარმომადგენლებისა და პარტიასთან დაკავშირებული სამოქალაქო სადამკვირვებლო ჯგუფების ჭარბი რაოდენობა საარჩევნო უბნებზე ზედმეტ ხალხმრავლობის შექმნას უწყობდა ხელს. ისინი ასევე ზოგჯერ ერეოდნენ საარჩევნო პროცესში ან აქტიურად განსაზღვრავდნენ, თუ ვინ უნდა შესულიყო ხმის მიცემის დაწესებულებაში“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მყარ საფუძველს იძლევა, თუმცა ოდირის წინა რეკომენდაციების მიუხედავად, საარჩევნო კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხარვეზები და ბუნდოვანება.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეთანხმებული და სტაბილური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, უნდა გადაიხედოს კანონმდებლობა, რათა ის უფრო მეტად მოვიდეს ეუთოს ვალდებულებებთან, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში, საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობისა და მისდამი ნდობის გასაზრდელად, ცენტრალურმა და საოლქო საარჩევნო კომისიებმა ყველა არსებითი საკითხის კოლეგიალურად და საჯაროდ განხილვის საკითხი უნდა განიხილონ.

დოკუმენტში სხვა რეკომენდაციებიც არის მოყვანილი, მათ შორის: საარჩევნო დავების დარეგულირების სისტემის გამარტივების, არჩევნების შემდგომი საჩივრების განხილვის გამჭვირვალობისა საკითხებთან დაკავშირებით და ა.შ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანზორ ჩუბინიძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე: ეს არის მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების გამიზნული დისკრედიტაცია
Next post შალვა ნათელაშვილი: ეუთო/ოდირის დაღუპულია საქართველო, მათი კომისიები ფულის საკეთებლად ჩამოდიან