შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის მეოთხედფინალშია

Read Time:35 Second

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს მეორე გამარჯვება მოიპოვა ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ).

მერვედფინალურ შეხვედრაში ქართველმა იტალიელი გაბრიელე სული გაფრთხილებებით დაამარცხა და მეოთხედფინალში მონღოლ ბატზაისთან იჭიდავებს.

ტურნირზე მეოთხედფინალში გასასვლელად იბრძოლებენ დიმიტრი გოჩილაიძე და ზაურ დვალაშვილი (ორივე 81 კგ), ასევე 73 კგ-ში მოასპარეზე კოტე კაპანაძეც.

დღეს გამომსვლელი ძიუდოისტებიდან ტურნირს უკვე გამოეთიშნენ – მიხეილ ბახბახაშვილი,გიორგი ტერაშვილი (ორივე 73 კგ), გიორგი ჯაბნიაშვილი, ლევან გუგავა (ორივე 81 კგ), ნინო გეთიაშვილი, ეთერ ასკილაშვილი (ორივე 63 კგ) და რეგინა უთნელიშვილი (70 კგ).

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვთან დაძაბულ ორთაბრძოლაში წააგო.

25 მარტი
10:00 – წინასწარი შეხვედრები
17:00 – ფინალური ბლოკი

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იუსტიციის სამინისტრო ეთნიკურ უმცირესობებს მშობლიურ ენაზე ნათარგმ კანონმდებლობასა და სასწავლო კურსებს სთავაზობს
Next post კელი დეგნანი – მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია დემოკრატიის განვითარებისთვის, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, როცა ვხედავთ, რომ მედიასივრცე ვიწროვდება