კელი დეგნანი – მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია დემოკრატიის განვითარებისთვის, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, როცა ვხედავთ, რომ მედიასივრცე ვიწროვდება

Read Time:32 Second

მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია დემოკრატიის განვითარებისთვის, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, როცა ვხედავთ, რომ მედიასივრცე ვიწროვდება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

კელი დეგნანს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ თავის დროზე იტყვის, „რაც იქნება და როგორც იქნება“.

როგორც დეგნანმა განაცხადა, „ეს გადაწყვეტილება მთლიანად პრეზიდენტის მისაღებია“.

„მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია დემოკრატიის განვითარებისთვის, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, როცა ვხედავთ, რომ მედიასივრცე ვიწროვდება. შესაბამისად, დამოუკიდებელი, თავისუფალი მედიის არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მოსახლეობას ჰქონდეს წვდომა ზუსტ ინფორმაციაზე და არ იყოს მხოლოდ ერთი მიმართულებით წარმოდგენილი. ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ აქცენტს სიცოცხლისუნარიან, ძლიერ მედიაზე, რადგან ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემოკრატიის შენების პროცესში“, – განაცხადა დეგნანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შავდათუაშვილი თბილისის გრანდ სლემის მეოთხედფინალშია
Next post ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი რუსული ჯარების გაყვანით უნდა დასრულდეს