ყველა სამთავრობო უწყება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

Read Time:27 Second

მსოფლიოში არსებული სამწუხარო სტატისტიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ შედარებით ვახერხებთ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს, თუმცა არ გვაქვს მოდუნების ან თვითკმაყოფილების საფუძველი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, გამოწვევები ყოველდღიურად გაიზრდება.

„ჩვენ ვალდებულები ვართ, შესაბამისად მზად ვიყოთ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მოხუცებზე, ბავშვებზე და ერთმანეთზე. მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში გადადის საგანგებო მუშაობის რეჟიმზე, განსაკუთრებით ეს ეხება ჯანდაცვის, შსს-ს, განათლების, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამის უწყებებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებზე ფუნქციონირებენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია- პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ, მოხუცებს, ბავშვებს და ერთმანეთს!
Next post საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები შესაძლოა, ქორწილებსა და ქელეხებსაც შეეხოს