საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები შესაძლოა, ქორწილებსა და ქელეხებსაც შეეხოს

Read Time:33 Second

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შესაძლოა, კიდევ დამატებითი შეზღუდვები გახდეს საჭირო.

როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, მოსახლეობაც უნდა მოემზადოს, რომ შეზღუდვები რაღაც ეტაპზე გახდება მეტი.

„ჩვენი რეკომენდაცია მთავრობისათვის იყო, რომ რაღაც ეტაპზე საჭირო გახდება მეტი შეზღუდვები. მაგალითად, ეს არის პირველ რიგში 100-კაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს არის შეზღუდვა ჩვეულებრივი ცხოვრების წესის, მაგრამ დადგება მომენტი, როცა ეს გასაკეთებელი შეიძლება გახდეს. ამისთვის წინასწარ უნდა ვიყოთ ყველანი შემზადებული, რომ დიდი თავყრილობები შეიძლება მთავრობამ აკრძალოს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება სიტუაციაზე.

„ჩვენ არ გვინდა მივიდეთ ისეთ სიტუაციამდე, როგორზეც მივიდა ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და შემდეგ გამოაცხადეს ასეთი ღონისძიებები. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ყველა სამთავრობო უწყება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის
Next post თეა წულუკიანი: 2 კვირის განმავლობაში, თუ აუცილებლობა არ არსებობს ნუ მობრძანდებით იუსტიციის სახლებში