“ყელი გამოჭრა, იბანავა და მერე ანას ოჯახთან ერთად ეძებდა”- თემქაზე მოკლული გოგონას ახლობლები დეტალებზე ყვებიან

Read Time:1 Minute, 4 Second

თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მეზობლების ინფორმაციით, ბრალდებული 20 წლის გოგონას სასტიკი მკვლელობის შემდეგ, საკუთარ სახლში წავიდა, სისხლიანი ტანსაცმელი გამოიცვალა და შემდეგ მოკლულის მამასთან ერთად ანას ძებნა დაიწყო.“მამისთვის უთქვამს, ანას მესიჯებს ვწერ, არ მპასუხობს და სად არისო? ოჯახს უთქვამს – როგორ შენ არ გაიყვანეო?! რის შემდეგაც ამ გოგონას შეყვარებული და მამა ერთად ეძებდნენ ანას. როგორც ვიცით, კინოლოგების მიერ შემთხვევის ადგილზე მიყვანილმა ძაღლმა სუნი აიღო და შეყვარებულს მიადგა. გული არ გინდა, ჯერ ყელი გამოჭრა, შემდეგ იბანაო და ვითომც არაფერი, მამასთან ერთად მოძებნას ცდილობდე…”- აცხადებს ანა ნაცვლიშვილის მეზობელი.

მოკლულის ახლობლები პირად საუბარში აცხადებენ, რომ ანა ნაცვლიშვილის შეყვარებულზე ეჭვი თავიდანვე გაჩნდა, რადგან მათი თქმით, სწორედ ლადო გრიგალაშვილმა გაიყვანა გოგონა სახლიდან.“გამთენიის 05:00 საათზე გაუყვანია და მას მერე ანა არავის უნახავს. პოლიციამ დაკითხა და როგორც ამბობენ, აღიარა, მე გამოვჭერი ყელი ანასო, მოტივი ჩვენთვისაც უცნობია”- აცხადებს მოკლულის ახლობელი.

ანა ნაცვლიშვილის მეგობარი იხსენებს, რომ ლადო გრიგალაშვილი შეყვარებულს სახლში ხშირად აკითხავდა.„ლადომ დაურეკა მეგობრებს, უთხრა, რომ ანა კონტაქტზე არ გამოდიოდა და მოძებნაში დახმარებოდა. მერე ოჯახშიც მივიდა და მასთან ერთად ეძებდა“, – აცხადებს ერთ-ერთი მეგობარი.

ერთ-ერთი მათგანი კი მიანიშნებს, რომ “გრიგალაშვილი ანას სურვილის მიუხედავად აკითხავდა სახლში და მასთან კონტაქტს ამყარებდა”.

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი მოკლული გუშინ, გამთენიისას იპოვეს. შს სამინისტრომ მკველობა გუშინვე გახსნა, და განზრახ ჩადელილი მძიმე დანაშაულისთვის ნაცვლიშვილის მეგობარი ბიჭი დააკავა.
ახლობლები ამბობენ, რომ დაკავებული გარდაცვლილის შეყვარებული ლადო გრიგალაშვილია.

“ნიუპოსტი”

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი პრემიერ კვირიკაშვილს შეხვდა
Next post BBC წერს-ანტიდეპრესანტები ეფექტურია