ქუთაისში ქალებსა და წყვილებს ტაქსით ქალი მძღოლები მოემსახურებიან

Read Time:31 Second

ქუთაისში ტაქსით მგზავრობის მსურველ ქალებსა და წყვილებს, ტაქსის ქალი მძღოლები მოემსახურებიან. ამ ეტაპზე ქალაქში ორი ტაქსი დადის. ინფრომაციას მარკეტერი ავრცელებს.

იდეის ავტორების თქმით, მგზავრებს მგზავრობის საფასურის გადახდა .ბარათით იქნება შესაძლებელი და მძღოლებს უნიფორმა ეცმევათ, მგზავრი მისთვის სასურველ მუსიკას მოუსმენს და ა.შ.

ტაქსით მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც ტელეფონზე დარეკვით, ისე აპლიკაციით.

რაც შეეხება ტარიფს, გარდა იმისა, რასაც აპლიკაცია ავტომატურად დაუწერს მგზავრს, კილომეტრზე, დაახლოებით 60-70 თეთრი, ხოლო ახლო მანძილზე 2 ლარით იქნება განსაზღვრული. .

კომპანიას ექნება დაცვის სპეციალური პროგრამა, რომლის საშუალებითაც მხოლოდ ქალები შეძლებენ 7-12 საათამდე გამოძახებას, თუმცა თუ მაინც იმგზავრებს მამაკაცი, გამომდინარე ჩვენი მენტალობიდან, მკაცრი კონტროლის ქვეშ იქნება მისი გადაადგილება- ამბობენ კომპანიაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები 29:9 დაამარცხა
Next post 25 წლის ლაშა სამჭკუაშვილი თამაშ   ,,ცოდნა ფულიას” გამარჯვებული გახდა