ქუთაისში რიონისპირა სახლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

Read Time:42 Second

ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია იგეგმება. როგორი იქნება ქუთაისის ისტორიული სახლები აღდგენის შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია. პროექტი საჯარო მას შემდეგ გახდება, რაც მას მუნიციპალური განვითარების ფონდს წარუდგენენ. ინფორმაციას Kutaisipost-ი ავრცელებს.

რიონისპირა სახლების მშენებლობა-რეაბილიტაციის შესახებ მსჯელობა ქუთაისის მერიაში არქიტექტორებთან ერთად შედგა. ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას თქმით, მოლაპარაკება მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებთან.

,,ეს ქუთაისისთვის იქნება საუკუნის პროექტი. აღნიშნულ შენობებს რესტავრაცია არასდროს ჩატარებია. ჩვენ ამით გადავარჩენთ და აღვადგენთ ქალაქის ისტორიულ იერსახეს და ამასთანავე აღნიშნული ადგილი კიდევ უფრო საინტერესო გახდება უცხოელი ვიზიტორებისთვის”, – თქვაგიორგი ჭიღვარიამ.

ქუთაისში მე-19 საუკუნის სახლების რეაბილიტაციის პროექტი ჯერ კიდევ გასულ წელს შემუშავდა. არქიტექტორ, გივი გოგრიჭიანის პროექტის მიხედვით, სახლების აღდგენას 6 მილიონ დოლარამდე თანხა სჭირდება. პროექტის წარდგენა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოშიც იგეგმებოდა. თუმცა, მაშინ ქუთაისის მერიაში აცხადებდნენ, რომ მათთვის პროექტით არავის მიუმართავს და ასეც რომ ყოფილიყო, სახლები კერძო საკუთრებას წარმოადგენს და მათი რეაბილიტაცია ქალაქის ხელისუფლების გეგმებში არ შედიოდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „რუსი ბავშვები ცეცხლში კი არ უნდა იწვოდნენ, რუსი აღარ უნდა იბადებოდეს“
Next post საბავშვო ბაღების თანამშრომლები სააღდგომოდ ფულად წახალისებას მიიღებენ