ქუთაისში, ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს 274 ბინა გადაეცემათ

Read Time:24 Second

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა ქუთაისში ის დასახლებები მოინახულეს, სადაც დევნილები ავარიულ და ნგრევად შენობებში ცხოვრებენ. ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს დირექტორის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, რომ ასეთ მძიმე პირობებში არც ერთი დევნილი აღარ იმყოფებოდეს.

„უახლოეს მომავალში, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში 274 ბინა ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობა უკვე მიმდინარეობს, რის შედეგადაც გამოვლინდება, კონკრეტულად რომელი ობიექტები დაიხურება ამ ეტაპზე“,- აღნიშნულია დევნილთა სააგენტოს ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარინა ენდელაძე: ვფიქრობ, რომ არ იქნება საწოლფონდის პრობლემა, რადგან ბევრია მსუბუქი პაციენტი და ისინი ბინაზე და სტაციონარებში რჩებიან
Next post მარინა ენდელაძე – დავიცვათ რეგულაციები, დავინდოთ საკუთარი თავი, სახელმწიფო და დაგვინდეთ ექიმებიც, რადგან ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა