ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტი მკურნალობს

Read Time:23 Second

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში  რვა კივიდინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტების ნაწილი ქუთაისიდან, ნაწილი კი აჭარიდან არის. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მისივე ინფორმაციით, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ისინი კლინიკას დღეს დატოვებენ.

„24 საათის განმავლობაში მივიღეთ რვა კოვიდდადებითი პაციენტი, გავწერეთ ორი გამოჯანმრთელებული. ახალი პაციენტებიდან ნაწილი აჭარის,ნაწილი ქუთაისის კლასტერია. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“,- განაცხადა მაღლაფერიძემ.

ქუთაისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის 55 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, ხოლო 103-მა ვირუსი დაამარცხა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რესან კონცელიძე და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ.
Next post ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია