რესან კონცელიძე და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ.

Read Time:36 Second

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ. ამჯერად, შეხვედრა   ადლიისა და გონიოს დასახლების მოსახლეობასთან შედგა. საარჩევნო კანდიდატებმა აღნიშნულ დასახლებაში სამოქმედო გეგმა წარადგინეს და მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს.

როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, ადლიისა და გონიოს მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო მთავარ გამოწვევებს, პრობლემებსა და მათი დაძლევის შესაძლებლობებს.

„ამომრჩეველთან პირისპირი შეხვედრა და მათთან საუბარი ჩემთვის, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატისათვის, ქალაქის სასიკეთოდ საკუთარი შესაძლებლობების მართვის უძვირფასესი რესურსია. დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ვცდილობთ, ჩვენი შეხვედრებისათვის ყველაზე კომფორტული ფორმატი შევარჩიოთ, რათა ეს აზრთა თანაგაცვლა იყოს ინფორმატიული, თემატური, ზოგჯერ დისკუსიურიც. ბათუმისა და ჩემი თანაქალაქელების არც ერთი პრობლემა არ უნდა დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა. ჩვენ  უნდა ვიზრუნოთ მათ სწრაფ მოგვარებაზე“. – განაცხადა რესან კონცელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკული რჩება
Next post ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტი მკურნალობს