ქვეყნის და 21 ადამიანის ტრაგედია, 13 ივნისის სტიქიიდან სამი წელი გავიდა

Read Time:23 Second

13 ივნისის სტიქიიდან დღეს სამი წელი გავიდა, – 21 დაღუპული, ორი დაკარგული და ასობით დაზარალებული მოქალაქე. სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები.

მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.

თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული გახდა.

სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი – სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა – წყნეთის გზის მონაკვეთი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აფრიკაში უძველესი ბაობაბის ხეები „კვდებიან“
Next post გარდაბნის გზატკეცილზე 27 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემათ