ქვეითად მოსიარულე 14 წლის მოზარდის მანქანა დაეჯახა

Read Time:20 Second
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავტობანზე მოძრავი “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. ავარიის შედეგად 14 წლის მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
გარდაცვლილის თანმხლები პირის თქმით, ახალგაზრდები სოფელ რუისთან ახლოს საავტომობილო მაგისტრალზე ფეხით გადადიოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთს გამვლელი მანქანა დაეჯახა. მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია და იგი პოლიციაშია გადაყვანილი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიებას საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახური აწარმოებს.
“ინტერპრესნიუსი”

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – გიორგი გახარია მზად არის, ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი, რაც მისასალმებელია
Next post დავეხმაროთ პატარას