მამუკა მდინარაძე – გიორგი გახარია მზად არის, ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი, რაც მისასალმებელია

Read Time:30 Second

ვიცე-პრემიერის და შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან ძალიან კარგი ჟესტია, რომ წარდგეს არამხოლოდ კომიტეტების წინაშე, არამედ გაზრდილი საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლსობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„გიორგი გახარია მზად არის, ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი, ეს გაზრდილი ზედამხედველობის ფონზე პირველი ნაბიჯია, რაც მისასალმებელია. როგორც მოგეხსენებათ, ახალი რეგლამენტი საპარლამენტო ზედამხედველობას მნიშვნელოვნად ზრდის. ისეთი კითხვები ისმება ხოლმე ოპოზიციის მხრიდან, რომ ხანდახან ვრწმუნდები, მათ ჩვენი გაცემული რეკომენდაციები უბრალოდ წაკითხული არ აქვთ, ამ რეკომენდაციების შესრულებაზე გვექნება კითხვები. საპარლამენტო უმრავლესობას ასევე კითხვები ექნება მიმდინარე პროცესებთან, კრიმინალთან, მასთან ბრძოლის მეთოდებთან, სამართლის პოლიტიკასთან, ყველაფერთან დაკავშირებით, რაც შეიძლება შედიოდეს შინაგან საქმეთა მინისტრის კომპეტენციაში”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 20 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 19,496 ტონა შეადგინა
Next post ქვეითად მოსიარულე 14 წლის მოზარდის მანქანა დაეჯახა