„ქართული ოცნების“ ხაშურის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს

Read Time:23 Second

პარტია ‘’ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო’’-ს მერობის კანდიდატმა თენგიზ ჩიტიაშვილმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები გამართა გომის, ვაყის, ახალსოფელის, ფლევის, აძვისის, სატივის და ხიდისყურის მოსახლეობას. შეხვედრებზე  სხვადასხვა საკითხები განიხილეს. სოფელ ფლევში სკოლის ახალი შენობაა, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტს პასუხობს, აქვე მიმდინარეობს ჭაბურღილის მოწყობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის წყალმომარაგების გაუმჯობესებას, სოფელ აძვისსა და ვაყაში მოწესრიგებულია გზა.

„საუბრისას გამოიკვეთა მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა – საძოვრები. ერთობლივი ძალისხმევით ვეცდებით მოვაგვაროთ როგორც საძოვრების, ისე მოქალაქეების წინაშე მდგარი სხვა საკითხებიც, – განაცხადა თენგიზ ჩიტიაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავა: აუცილებელია შეიქმნას სარგებლის მთლიანი ჯაჭვი, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ ადგილობრივს, ბოლომდე ჩაერთოს თავისი კუთხის, მხარის განვითარებაში და მიიღოს სარგებელი
Next post დავით ზალკალიანი ევროკავშირის დახმარებაზე: ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნებოდა ახალი სესხის აღება