“ქართული ოცნების“ ხაშურის მერობის კანდიდატი ახალგაზრდებს შეხვდა

Read Time:35 Second

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი თენგიზ ჩიტიაშვილი ხაშურელ ახალგაზრდებს შეხვდა.  საუბარი შეეხო ახალგაზრდების გამოწვევებს, მათი ჩართულობის მნიშვნელობას თვითმმართველობის განვითარების საქმეში. კანდიდატმა მოისმინა ახალგაზრდების ხედვა მუნიციპალიტეტის განვითარების შესახებ.

ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ საუბრისას ახალი თაობის წარმოამდგელებმა ხაზი გაუსვეს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, როგორც „ქართული ოცნების“ მნიშვნელოვან პრიორიტეტს, რასაც მოწმობს ხაშურში 2018 წელს გახსნილი ახალი სპორტული კომპლექსი. ახალგაზრდები დიდი მოლოდინით ელიან ხაშურის „ივერიის“ სტადიონის სრული რეაბილიტაციის დასრულებას.

მომავალი თაობის განათლებას მოემსახურება ხაშურში ამჟამად მშენებარე პროფესიული სასწავლებელი, რომელიც საშუალებას მისცემს არაერთ ახალგაზრდას დაეუფლოს სასურველ პროფესიას და თავისსავე რეგიონში დასაქმდეს.

„მიხარია, რომ ხაშურს ასეთი განათლებული, ახალი იდეებით აღსავსე თაობა ეზრდება. ახალგაზრდების მხარდაჭერა განსაკუთრებულ მოტივაციას მმატებს. დარწმუნებული ვარ, ერთად გავუმკლავდებით ნებისმიერ პრობლემას და ვიზრუნებთ მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის.“ – განაცხადა თენგიზ ჩიტიაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლაშა ბექაური: ბებიაჩემს პატარა ასაკში პირობა მივეცი, რომ ემიგრაციიდან ჩამოგიყვან-მეთქი, 19 წელი იყო საბერძნეთში
Next post ანგელა მერკელი: იმისათვის, რომ შემოდგომა და ზამთარი გადავიტანოთ, უფრო მეტი ადამიანი უნდა დავარწმუნოთ, ვაქცინაცია გაიარონ