,,ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს უპასუხა

Read Time:1 Minute, 42 Second

„ქართული ოცნებიდან“ ბათუმის მერობის კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი პროკურატურის პასუხს ასაჯაროებს და აცხადებს, რომ მის მიმართ არასდროს ყოფილა სისხლის სამართლებრივი დევნა და საარჩევნო პერიოდში მის წინააღმდეგ კამპანია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფეიკინფორმაციასა და ფაბრიკაციულ ვიდეომასალაზე დაყრდნობით აწარმოა.

„მინდა, პასუხი გავცე იმ წარმოუდგენელ ბრალდებებს, ფაბრიკაციებს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიზანმიმართულად ავრცელებს ჩემი მისამართით. „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით, საზოგადოებას და ჩვენს ამომრჩეველს არასოდეს ვაკადრებ, არგუმენტებისა და ფაქტების გარეშე ვესაუბრო. ამიტომ, დღეს გავასაჯაროებ ყველა ინფორმაციას, რითაც საბოლოოდ ჩავხურავ ფეიკნიუსებს და კიდევ ერთხელ ვამხელთ ამ ბნელ ძალას. როგორც კი გაჟღერდა მძიმე ბრალდებები ჩემი მისამართით, თითქოს სისხლის სამართლის საქმის არსებობის მიმდინარეობის ან ბრალეულობის შესახებ იყო კონკრეტული წარმოება დაწყებული, მივმართე აჭარის პროკურატურას. დღეს მივიღე პროკურატურის პასუხი, რაც მინდა გავასაჯაროო და წარმოგიდგინოთ ჟურნალისტებს.

პირველი, სისხლის სამართლებრივი დევნა ჩემს მიმართ არ არსებობს და არ მიმდინარეობდა არასდროს. მეორე, 2018 წლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხება და უკავშირდება ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის სამუშაოების შესრულებასთან შესაძლო დანაშაულების ჩადენის ფაქტს, ჩემს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ან რაიმე სახის ბრალეულობა არ დგინდება. უფრო მეტიც, ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დასრულებულია, გამოვლენილია კონკრეტული დამნაშავე პირები და სახელმწიფოს აუნაზღაურდა გამოძიებით დადგენილი ზიანი.

ამასთან ერთად, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო იმ ყბადაღებულ თემასთან დაკავშირებით, რაც ეხება მეგის ქარდავას მოადგილეობის საკითხს. არჩილ ჩიქოვანი არც ერთი დღე, არც ერთი საათი არ ყოფილა მეგის ქარდავას მოადგილე და პირიქით, სასაცილოა ბრალდება „ნაციონალური მოძრაობისა“ და იმ ბნელი ძალისგან, რომლის სახესაც წარმოადგენდნენ მსგავსი ტიპის ოდიოზური პიროვნებები, რომელმაც თავის წიაღში გამოზარდა სისხლის სამართლის დამნაშავეები და ისინი იყვნენ მათი პოლიტიკური სახე“, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

რაც შეეხება პროკურატურიდან მიღებულ პასუხს, რომელიც არჩილ ჩიქოვანმა გაასაჯაროა, მასში ნათქვამია:

„თქვენი განცხადების პასუხად გაცნობებთ შემდეგს: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის და მის დაქვემდებარებაში არსებული რაიონული პროკურატურების მიერ თქვენს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობდა და არც ამჟამად არ მიმდინარეობს.

რაც შეეხება ამავე განცხადებაში მითითებულ სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც გამოძიებას აწარმოებდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველო და რომელიც შეეხებოდა 2018 წელს „ალამბარი-ზენითის“ საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოების შესრულებისას ჩადენილ დანაშაულის ფაქტებს, გაცნობებთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლინდა ბრალეული პირები, რომელთა მიმართ მიღებული იქნა შემაჯამებელი გადაწყვეტილებები და სახელმწიფოს აუნაზღაურდა
გამოძიებით დადგენილი ზიანი. ამასთან, ზემოხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, თქვენს მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი არ დადგინდა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post Instagram-ს ახალი ფუნქცია დაემატა
Next post დავით ნარმანია – არასწორად დარიცხული თანხების გამო, „თელასი“ 50 ათასი ლარით, ხოლო „თელმიკო“ 75 ათასი ლარით დაჯარიმდა