დავით ნარმანია – არასწორად დარიცხული თანხების გამო, „თელასი“ 50 ათასი ლარით, ხოლო „თელმიკო“ 75 ათასი ლარით დაჯარიმდა

Read Time:47 Second

„თელასის“ და „თელმიკოს“ მიერ მოხდა მომხმარებლებისთვის ივლისი-აგვისტოს დასაწყისში მოხმარებული ენერგიის საფასურის არასწორი დარიცხვა, შესაბამისად, მარეგულირებელმა კომისიამ რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა, ორივე კომპანიას დაევალა არასწორად დარიცხული თანხების კორექტირება, – ამის შესახებ „სემეკის“ თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, „თელასი“ დაჯარიმდა 50 ათასი ლარით, ხოლო „თელმიკო“ 75 ათასი ლარით.

„კომპანიებს მიეცათ ერთთვიანი ვადა ყველაფრის მოსაწესრიგებლად, შესაბამისად, მათ მიერ მოხდა რეაგირება „სემეკის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. დაკორექტირდა 650 ათასი აბონენტის მონაცემი, საიდანაც 400 ათასი დაკორექტირდა. კორექტირების შედეგად, ზედმეტად დარიცხული თანხები შეადგენს მილიონ სამასი ათას ლარზე მეტს. მათ შორის, თითქმის 200 ათასამდე აბონენტის მონაცემები „თელასმა“ დააკორექტირა, 200 ათასზე ოდნავ ნაკლები „თელმიკოს“ მიერ. მომხმარებლებს ეს დაკორექტირებული თანხები აესახათ ბაზაში და მოკლეტექსტური შეტყობინებები გაგეგზავნათ. თუ მაინც, მომხმარებლები ჩათვლიან ან ნახავენ, რომ კვლავაც ადგილი აქვს არასწორ დარიცხვას, მარეგულირებელი კომისია მზად არის, მიიღოს ყველა განაცხადი. ორივე კომპანია გავაფრთხლეთ, რომ ადგილი კვლავ ექნება მრიცხველის ჩვენების არასწორად წაკითხვას და არასწორი დარიცხვები მოხდება, მარეგულირებელი კომისია კვლავაც იმსჯელებს ამ საკითხზე და უკვე ჯარიმების ოდენობა გაორმაგდება კანონის შესაბამისად“, – განაცხადა ნარმანიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ,,ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს უპასუხა
Next post ვინ არის ბესო გაზდელიანი, რომელიც ნიკა მელიამ “თბილსერვისის” უფროსის კანდიდატად წარადგინა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოსახლეობას არაერთხელ დაუპირისპირდა