„ქართული ოცნება“: „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, უმეტეს შემთხვევაში, ფაქტებს ზედაპირულად, მშრალად აფასებს და ვერ პასუხობს დასაბუთებულობის სტანდარტს

Read Time:30 Second

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ცნობები, რომლებიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებს აღწერს, ხასიათდება გარკვეული ტენდენციურობით და ატარებს მიკერძოებულ ხასიათს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ანალიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ.

ამავე დოკუმენტში წერია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, უმეტეს შემთხვევაში, ფაქტებს ზედაპირულად, მშრალად აფასებს და ვერ პასუხობს დასაბუთებულობის სტანდარტს.

„ამასთანავე, ორგანიზაცია თითქმის არცერთ შემთხვევაში არ ასახელებს რომელიმე სავარაუდოდ დარღვეულ სამართლებრივ ნორმას. გამოქვეყნებული ყველა ცნობა ეფუძნება ცალმხრივ პოზიციებს. ამასთან, ორგანიზაცია უმრავლეს შემთხვევაში იცავს კონკრეტულ პირთა ინტერესებს სასამართლოსა და სხვა უფლებამოსილ ორგანოებში, რაც გამორიცხავს მის ობიექტურ დამოკიდებულებას ჭეშმარიტების დადგენის პროცესში და მის სუბიექტურ ინტერესებს ააშკარავებს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარს უჭერს
Next post ამ დროისთვის ციციშვილის კლინიკაში 64 კოვიდინფიცირებულ მოზარდს მკურნალობენ