პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარს უჭერს

Read Time:1 Minute, 3 Second

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე ნიკა მელიას წერილობითი განცხადება განიხილა, მისი ნამდვილობა დაადგინა და მიიჩნია, რომ მელიას ვადამდე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი, უახლოეს პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

„დღევანდელ სხდომაზე ერთი საკითხია, რადგან სხვა მიმდინარე საკითხები კომიტეტის სამუშაო დღის წესრიგში ამ ეტაპზე არ არის. ერთი საკითხი იყო სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებით და საკითხი მომხსენებელმა ითხოვა საკითხის გადადება და ამიტომ აღარ განიხილება. საკითხი, რომელიც დღეს განიხილება, ჩვენი მხრიდან, თავად კომიტეტის მხრიდან აბსოლუტურად დაცლილია ყოველგვარი პოლიტიკური მდგენელისგან, რამეთუ ჩვენ მკაფიოდ განსაზღვრული გვაქვს რეგლამენტისა და კონსტიტუციის მიხედვით ასეთი ტიპის განცხადებაზე რა ვადებში და როგორ უნდა მოხდეს რეაგირება, ამიტომ ჩვენ ზუსტად იმ კალენდარულ და იმ არითმეტიკულ ვადებს მივყვებით, რაც მკაფიოდ არის განსაზღვრული ამ შემთხვევაში რეგლამენტის მიერ. წინა შემთხვევაშიც როცა შემოტანილი იყო ბევრი დეპუტატის განცხადება, მაშინაც ჩვენ ვადების მიხედვით, მკაცრი დაცვით განვიხილეთ ეს საკითხები. როგორც იცით, ეს საკითხი გადის პარლამენტის სხდომაზე და ის იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ახლაც თავიდან ბოლომდე მივდევთ ამ მოთხოვნებს. თუ აქ არსებობს რაიმე პოლიტიკური მდგენელი და პოლიტიკური ნება, ეს არის განმცხადებლის პირადი სურვილი, რით არის ეს გამოწვეული, მან უნდა ახსნას ალბათ. რიგგარეშე სხდომის მოწვევა არ არის ჩვენი კომიტეტის პრეროგატივა, ჩვენ ამას გადავცეთ ბიუროს და როგორც რეგლამენტი ითვალისწინებს, არ ვიცით, ეს რიგითი იქნება, თუ რიგგარეშე შეტანილი იქნება ეს საკითხი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატის დატოვების თხოვნით პარლამენტს 29 ივლისს მიმართა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქსტატი – 2021 წლის მეორე კვარტალში მშპ 29.9 პროცენტით გაიზარდა
Next post „ქართული ოცნება“: „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, უმეტეს შემთხვევაში, ფაქტებს ზედაპირულად, მშრალად აფასებს და ვერ პასუხობს დასაბუთებულობის სტანდარტს