ქართული ვისკი „ჯიმშერი“ უკრაინაში გაიყიდება

Read Time:41 Second

ქართული ვისკი „ჯიმშერი“ სამ კვირაში უკრაინის ბაზარზე გამოჩნდება. კომპანიის დამფუძნებელის ჯიმი ჩხაიძეს თქმით, კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და პირველი ქართული ვისკი ექსპორტისთვის მზადაა. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.

სამომავლოდ ვისკის გატანა ამერიკის ბაზარზეც იგეგმება. ბიზნესმენის განცხადებით, ბაზარზე პროდუქციის შესწავლა საფუძვლიანად ხდება და სწორედ ამიტომ, ამერიკის ბაზარზე მოხვედრა რთულია. ბრენდი ისრაელისა და ინდოეთის ბაზრის ათვისებასაც გეგმავს.

„ამერიკის ბაზარზე სერტიფიცირება გავიარეთ. ამ ეტაპზე დეგუსტაციის პროცესი მიმდინარეობს და წლის ბოლომდე ამერიკის ბაზარზეც გავალთ,“ – განაცხადა ჯიმი ჩხაიძემ.

რაც შეეხება სხვა სახის სიახლეებს, „ჯიმშერი“ქართულ ბაზარზე ერთ ლიტრიან ბოთლებში ხუთ თვეში გამოჩნდება.

პირველი ქართული ვისკი JIMSHER-ი ბაზარზე, 2017 წლის მარტის დასაწყისში გამოჩნდა და ის ანალოგიურ უცხოურ პროდუქციაზე 5%-ით იაფია. ამ ეტაპზე მისი შეძენა და დაგემოვნება თბილისის მასშტაბით 100-მდე სუპერმარკეტშია შესაძლებელი. JIMSHER-ის ლონდონის მსოფლიო ვისკის კონკურსში ერთი ოქროს და ხუთი ვერცხლის მედალი აქვს აღებული. ვისკი 0,7 და 0, 50 ლიტრიან ბოთლებშია ჩამოსხმული

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნინი, ნია და ვიოლეტა – ბიძაშვილები ერთი სოფლიდან, სკოლიდან, კლასიდან 100%-იანი გრანტით
Next post გიორგი გახარიამ პოლიციის დეპარტამენტების ახალი დირექტორები წარადგინა