ქართველი მორაგბეები ტესტ-მატჩში სამხრეთ აფრიკელებს დაუპირისპირდებიან

Read Time:44 Second

2020 წლის ზაფხულის ტესტ-მატჩებზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთი სპარინგ პარტნიორი სამხრეთ აფრიკის უძლიერესი გუნდი იქნება. შეხვედრა მომავალი წლის 18 ივლისს არის დაგეგმილი.
ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი და საქართველოს რაგბის ფედერაცია ავრცელებენ.

ქურციკები მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები არიან. ისტორიული შეხვედრის დაგეგმვაზე საუბარი ჯერ კიდევ იაპონიაში დაიწყო და დღეს უკვე საბოლოოდ გადაწყდა, რომ ზაფხულის ტესტებზე ქართველი მორაგბეები სამხრეთ აფრიკის გუნდს დაუპირისპირდებიან.

აქამდე ქურციკებთან ბორჯღალოსნებს მხოლოდ ერთხელ აქვთ ნათამაშები, 2003 წლის მსოფლიო თასზე ჩვენი მორაგბეები 46 : 19 დამარცხდნენ.

„მოლაპარაკებები მსოფლიო თასის მსვლელობისას გვქონდა და ჯენტლმენურ შეთანხმებასაც იაპონიაში მივაღწიეთ, რაც უკვე ოფიციალურად დადასტურდა. სამხრეთ აფრიკელები კეთილგანწყობილნი არიან ჩვენს მიმართ და შეთანხმებასაც მარტივად შედგა. ვფიქრობ, გულშემატკივარი საინტერესო თამაშს იხილავს, რადგან ორივე გუნდი დაახლოებით ერთი სტილის მიმდევარია. არაა გამორიცხული, რომ სამხრეთ აფრიკაში ყოფნისას ადგილობრივ კლუბებსაც ვეთამაშოთ, რაც ჩვენს ტურნეს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ამ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გაცნობებთ“ – განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერი: უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები არ ითვალისწინებენ ჩვენი ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს განზომილებას
Next post წულუკიანი: მალე ბოქლომების მაღაზიას გახსნიან, მათთან ძნელია რაიმე ტიპის მთავრობის ფორმირებაზე საუბარი